ორსულობის მიუხედავად, ემილი რატაკოვსკის არც სტილი შეუცვლია და არც ცხოვრების რიტმი. ის ძველებურად ახერხებს თაყვანისმცემლების გულის მოგებას თავისი ულამაზესი სხეულითა და ლუქებით.
მოდელს მუცელი უკვე კარგად ეტყობა, თუმცა ის სულაც არ ფიქრობს რომ რაიმე დამალოს, პირიქით – თავისი ჩაცმულობით უფრო ხაზს უსვამს თავის შესამჩნევად სავსე მკერდსა და ულამაზეს მუცელს. ამჯერად ემილი თეთრი ტოპითა და თეთრი “ჯოგერებით” მოგვევლინა.