ორსულობა, მენოპაუზა და ვენური პრობლემები ზაფხულში – ინტერვიუ გინეკოლოგ ნათია ქაჯაიასთან

    ზაფხულში ბევრი ქალი ფეხების სიმძიმეს, შეშუპებასა და დაღლილობას უჩივის. ხშირად, ეს ჩივილები სიცხეს მიეწერება, თუმცა, გინეკოლოგი ნათია ქაჯაია ამბობს, რომ ორსულობისა და მენოპაუზის პერიოდში, ამის უკან ჰორმონული ცვლილებებიც დგას. რატომ ძლიერდება ეს სიმპტომები ზაფხულში და როგორ შეიძლება მათი მართვა – სწორედ ამ თემაზე ვესაუბრეთ მას.

    – ქალბატონო ნათია, რატომ უჩივიან ქალები ზაფხულში უფრო ხშირად ფეხების სიმძიმესა და შეშუპებას?

    მაღალი ტემპერატურის დროს ორგანიზმი გასაგრილებლად სისხლძარღვებს აფართოებს. ამის შედეგად ვენების ტონუსი მცირდება, სისხლის გულისკენ დაბრუნება რთულდება და ჩნდება სიმძიმე, შეშუპება და დაღლილობა. ორსულობისა და მენოპაუზის პერიოდში, ამ პროცესს ჰორმონული ცვლილებებიც ემატება, ამიტომ, სწორედ ეს ქალები არიან ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფში.

    – გამოდის, ვენური პრობლემების გამწვავება მხოლოდ სიცხის ბრალი არ არის?

    არა. სიცხე ერთ-ერთი ფაქტორია, მაგრამ არა ერთადერთი. ესტროგენი და პროგესტერონი გავლენას ახდენს ვენურ სისტემაზე. ორსულობის დროს ამას ემატება გადიდებული საშვილოსნოს ზეწოლა მენჯის ვენებზე, მენოპაუზის პერიოდში კი ჰორმონული ფონის ცვლილება და სისხლძარღვების ელასტიკურობის შემცირება. სწორედ ამიტომ, ზაფხულში ეს სიმპტომები ბევრად უფრო თვალსაჩინო ხდება.

    – რა სიმპტომებით მოგმართავენ ქალები ამ დროს?

    ყველაზე ხშირი ჩივილებია ფეხების სიმძიმე, შეშუპება, დაღლილობის შეგრძნება, ტკივილი, წვა და ქავილი. ბევრ ქალს ამ პერიოდში უჩნდება ან უფრო შესამჩნევი ხდება კაპილარული ქსელიც. როგორც წესი, ეს სიმპტომები დღის ბოლოს, ხანგრძლივი დგომის, ჯდომის ან მგზავრობის შემდეგ უფრო ძლიერდება, ხოლო ზაფხულის სიცხე მათ კიდევ უფრო ამძაფრებს.

    თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თუ შეშუპება უეცრად განვითარდა, განსაკუთრებით ერთ ფეხზე, თან ახლავს ძლიერი ტკივილი, კანის სიწითლე ან გახურება, აუცილებელია პაციენტმა დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს, რადგან ეს შეიძლება თრომბოზულ გართულებაზე მიუთითებდეს.

    – ასეთ დროს რას ურჩევთ პაციენტებს?

    პირველ რიგში, საკმარისი სითხის მიღებას, ყოველდღიურ მოძრაობას და ხანგრძლივი ჯდომისა თუ დგომის თავიდან აცილებას. თუ სიმპტომები მეორდება, პაციენტი აუცილებლად უნდა შეფასდეს ანგიოლოგის მიერ. თუმცა, მანამდე შეგვიძლია ადგილობრივი და სისტემური მხარდაჭერაც შევთავაზოთ. 

    – რას გულისხმობთ სისტემურ და ადგილობრივ მხარდაჭერაში?

    ჩემს პრაქტიკაში ასეთ შემთხვევებში ხშირად ვიყენებ მაღალი ხარისხის ევროპულ საკვებ დანამატს – ვარიქსინალს. ის წარმოდგენილია ტაბლეტისა და გელის ფორმით, რაც საშუალებას გვაძლევს, პაციენტის საჭიროებიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად შევარჩიოთ მკურნალობის ტაქტიკა.

    – რა უპირატესობა აქვს ვარიქსინალის ტაბლეტს?

    ვარიქსინალის ტაბლეტი შეიცავს ექვსი ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტის კომბინაციას – ცხენის წაბლს, კოლხურ თაგვისარას, მოცვის ექსტრაქტს, აზიურ ცენტელას, ჰესპერიდინსა და C ვიტამინს. ამ კომპონენტების ერთობლივი მოქმედება ხელს უწყობს ვენური ტონუსის შენარჩუნებას, სისხლის მიმოქცევისა და ლიმფური დრენაჟის გაუმჯობესებას, რის შედეგადაც მცირდება ფეხების სიმძიმის, შეშუპებისა და დისკომფორტის შეგრძნება.

    პრაქტიკაში ჩემთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ ტაბლეტი მიიღება დღეში მხოლოდ ერთხელ, გამოირჩევა კარგი ამტანობით, არ აღიზიანებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს და შესაძლებელია მისი ხანგრძლივი გამოყენებაც ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად.

    – თუმცა, ზაფხულში განსაკუთრებით რეკომენდაციას გასცემთ გელის გამოყენებაზე, რატომ?

    რადგან ზაფხულში პაციენტების მთავარი ჩივილი სწორედ ფეხების სიმძიმე, დაღლილობა და შეშუპებაა. ასეთ დროს ადგილობრივი მოქმედება ძალიან მნიშვნელოვანია.

    ვარიქსინალის გელი სწრაფად შეიწოვება, აქვს მსუბუქი გამაგრილებელი ეფექტი, არ ტოვებს ცხიმიან კვალს ტანსაცმელზე და დაახლოებით 12 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს კომფორტის შეგრძნებას. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით ცხელ დღეებში, ჩემს პრაქტიკაში მას უფრო ხშირად ვიყენებ და პაციენტებიც ძალიან კმაყოფილები არიან მიღებული შედეგით.

    გელი შეიცავს მცენარეული წარმოშობის აქტიურ კომპონენტებს, რომლებიც ხელს უწყობს მიკროცირკულაციისა და ლიმფური დრენაჟის მხარდაჭერას, ამცირებს შეშუპებას და ვენური სისტემის დისკომფორტს. რეკომენდებულია მისი გამოყენება დღეში ორჯერ, ქვემოდან ზემოთ მსუბუქი მოძრაობებით.

    – ბოლოს, რას ურჩევდით ქალებს, რომლებიც ზაფხულში ამ სიმპტომებს საკუთარ თავშიც ამჩნევენ?

    მინდა, ყველა ქალს ვუთხრა, რომ ფეხების სიმძიმე და შეშუპება მხოლოდ ზაფხულის თანმხლები დისკომფორტი არ არის. განსაკუთრებით ორსულობისა და მენოპაუზის პერიოდში ეს სიმპტომები ყურადღებას იმსახურებს.

    სწორი ცხოვრების წესი, დროული შეფასება და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი მხარდაჭერა საშუალებას გვაძლევს, თავიდან ავიცილოთ დისკომფორტის გაძლიერება და შევინარჩუნოთ ვენების ჯანმრთელობა. ქალის ჯანმრთელობა მხოლოდ რეპროდუქციულ სისტემას არ მოიცავს – ჩვენი ამოცანაა, მას კომპლექსურად შევხედოთ და პაციენტს იმ ეტაპზე მივაწოდოთ ის რეკომენდაციები, რაც მის ცხოვრების ხარისხს რეალურად გააუმჯობესებს.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი