ორსულობისას შეუჩერებელი გულისრევა მძიმე ავადობას იწვევს

    გულისრევა და ღებინება ორსულობის დროს აღენიშნება ქალების 50-80%-ს. ფეხმძიმე ქალებს მსუბუქი გულისრევის შეგრძნება უფრო ხშირად  დილაობით აქვთ, რასაც „დილის სისუსტესაც“ უწოდებენ. ეს არის ორსულის ჩვეული ფიზიოლოგიური მდგომარეობა, რაც  სასიცოცხლო ფუნქციებზე  გავლენას არ ახდენს.  საშუალოდ და მძიმედ გამოხატული  გულისრევა და ღებინება კი უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე, ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე, რთულდება ოჯახური ურთიერთობები, მნიშვნელოვნად ქვეითდება შრომის უნარი, ცხოვრების ხარისხი.

    აღნიშნულ საკითხზე გვესაუბრა მედიცინის აკადემიური დოქტორი, ექიმი-რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი, არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური დირექტორი, ლალი ფხალაძე:

    “შეუჩერებელი   გულისრევა, რაც ორსულის გულისრევის და ღებინების სპექტრის უკიდურესი გამოვლინებაა, იწვევს მძიმე ავადობას. იმის გამო, რომ ქალი საკვებს და სითხეს ვერ იღებს, ირღვევა სისხლში ელექტროლიტების შემცველობა, ღვიძლის, თირკმლის, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია, ხდება წონაში კლება. მაღალია ნაყოფის ზრდის შეფერხების, ნაადრევი მშობიარობის და სხვა გართულებების განვითარების ალბთობა.

    გულისრევა და ღებინება ორსულობის დროს ძირითადად 5-6 კვირის ვადაზე ჩნდება, პიკს აღწევს 9 კვირაზე და ხშირად 12-16 კვირაზე ქრება. უფრო ხშირია მრავალნაყოფიანი ორსულობის, ბუშტნამქერის დროს, შაკიკის მქონე ქალებში, როდესაც ნაყოფი მდედრობითი სქესისაა.

    მიზეზი, თუ რატომ ვითარდება  ორსულებში გულისრევა და ღებინება, ზუსტად ცნობილი არ არის. აღნიშნული მდგომარეობა ასოცირდება  მემკვიდრეობითობასთან, დედის მცირე წონასთან და ემოციურ-ფსიქიკურ დარღვევებთან, ჰორმონულ ცვლილებებთან, კუჭ-ნაწლავის პათოლოგიურ პერისტალტიკასთან, საკვების და ზოგიერთი მიკროელემენტის ნაკლებობასთან.

    ორსულთა გულისრევის და ღებინების დროული გამოვლენა და სწორი მართვა მნიშვნელოვანია  ორსულობის ნორმალური მიმდინარეობის, სხვადასხვა გართულებების თავიდან აცილების,  ქალის ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით.

    მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია სიმპტომების სიმძიმეზე და პირველ რიგში მოიცავს ცხოვრების, ძილის და კვების რეჟიმის მოწესრიგებას. მნიშვნელოვანია, რომ ორსული მოერიდოს გამაღიზიანებლ ფაქტორებს (სხვადასხვა სურნელი, გარემო, მენთოლიანი კბილის პასტა). რეკომენდებულია მცირე ულუფებით კვება 1,5- 2 საათიანი ინტერვალებით და  სასურველი საკვების მიღება. უპირატესობა აქვს გრილ, მშრალ, მყარ საკვებს. ჭამის შემდეგ  წყლის გამოვლებამ შესაძლებელია შეამსუბუქოს სიმპტომები. წყლის მიღება უნდა მოხდეს კვებებს შორის, ყლუპებად.

    ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ორსულობის დროს გამოყენებული იყოს ის მედიკამენტები, რომლებსაც არ აქვთ ტერატოგენული ეფექტი – არ იწვევენ ნაყოფის სიმახინჯეს.

    ორსულთა გულისრევის და ღებინების დროს, პირველ რიგში, ინიშნება პირიდოქსინი – ვიტამინი B 6, დამოუკიდებლად ან სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში. ეს არის წყალში ხსნადი ვიტამინი, გამოიყენება 1942 წლიდან, მისი უსაფრთხოება და ეფექტიანობა  მრავალი კვლევითაა დადასტურებული.

    B ჯგუფის ვიტამინებისა და მაგნიუმის კომბინაცია საუკეთესო არჩევანია ორსულობის დროს სხვადასხვა გართულებისას პრევენციისა და კომპლექსური თერაპიის თვალსაზრისით. „ბევიტუმი მაგნიუმით“ B ჯგუფის ვიტამინებისა და მაგნიუმის ბალანსირებული კომპლექსია, ის ევროპული ხარისხის საკვები დანამატია, მისი ოპტიმალური შემადგენლობა ხელს უწყობს ორსულობის ნორმალურ ფიზიოლოგიურ მიმდინარეობას და ეფექტიანად მოქმედებს გულისრევა-ღებინების მსუბუქ ან საშუალო ფორმაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ბევიტუმში“ შემავალი კომპონენტები და მათი დოზები სრულად შეესაბამება ევროპის კვების უსაფრთხოების სააგენტოს (EFSA) მოთხოვნებს და ამავე დროს  გამოირჩევა ეფექტიანობის მაღალი პროფილით.

     

     

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი