პაპარაცებმა კაია გერბერისა და პიტ დევიდსონის კოცნა დააფიქსირეს

    კაია გერბერისა და პიტ დევიდსონის რომანი რომ ჭორი აღარაა, ამაზე ეს ფოტოებიც მეტყველებს. პაპარაცებმა აქამდე არსებული ყველანაირი ეჭვი გააქარწყლეს. მათ წყვილი მაიამის სანაპიროზე კოცნისნ დროს დააფიქსირეს. ამ ფოტოებთან ერთად წყვილის სხვა ინტიმური ფოტოც გაავრცელეს.

    უცხოური ტაბლოიდები სინდი კროუფორდის ქალიშვილისა და Saturday Night Live-ის კომიკოსის ურთიერთობაზე ბოლო თვეებია აქტიურად წერდნენ. 18 წლის მოდელი 26 წლის იუმორისტთან ერთად ჯერ ერთ-ერთ კაფეში შენიშნეს, შემდეგ კი კაია ინიციალიანი P ყელსაბამითაც გამოიჭირეს.

    ავტორი: რუსკა კრაწაშვილი

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი