პატარა კიოსკი უელსში, რომელიც ბრიტანეთის საუკეთესო რესტორნად აღიარეს!

    უელსის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქალაქის, ბანგორის სანაპიროს პატარა კიოსკი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. მისი სახელია Whistlestop. ის ტერი ტომასს და მის მეუღლეს ეკუთვნით.

    Trip Advisor-ისა და Dayli Mail-ის ინფორმაციით, ამ პატარა ზღვისპირა რესტორანმა Welsh Food Awards 2019-სგან წლის ტრადიციული რესტორნის ტიტული და პრიზი მიიღო. მათ უგემრიელეს მენიუში შედის იშვიათი უელსური საჭმელები, მენაის სრუტის ნიჟარები და სხვა ზღვის პროდუქტები.

    რესტორანი 9 ადამიანს იტევს, კიდევ 20 ადამიანს შეუძლია გარეთ ისადილოს და დატკბეს ულამაზესი ხედებითა და სუფთა ჰაერით. სწორედ პატარა სივრცე და უგემრიელესი საჭმელი ქმნის განსაკუთრებულ, მყუდრო გარემოს. მომხმარებლებს შეუძლიათ ისაუბრონ, საკუთარი გამოცდილება და შთაბეჭდილებების გაუზიარონ ერთმანეთს და შეფს.

    ტერი და მისი მეუღლე მაქსიმალურად ცდილობენ, რომ მომხმარებლის ყველანაირი მოთხოვნა დააკმაყოფილონ. ასე რომ, თუ ზღვის პროდუქტების მოყვარული არ ხართ და ქალაქ ბანგორის ამ პატარა ზღვისპირა რესტორანთან მოხვდებით, აუცილებლად შედით – მასპინძლები უგემრიელესი ჰოთ დოგით და თეთრი ღვინით გაგიმასპინძლდებიან.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი