ზაფხული, მზე და ზღვა… რუჯისა და სილამაზის სეზონზე, ფარმსახლმა, Ok Magazine Georgia-ს ორგანიზებით, ბათუმში, მწვანე კონცხზე მდებარე კაფე „ბოტანიკოში“, ICONIC ბრენდების პრეზენტაცია გამართა. ერთობლივ ღონისძიებას არაჩვეულებრივ გარემოში სტუმრები თბილისიდან და ბათუმიდან დაესწრნენ. საზაფხულო შეხვედრის განსაკუთრებულად სასიამოვნო ნაწილს წარმოადგენდა საჩუქრები, რომლებიც „ფარმსახლის“ Iconic სილამაზის ბრენდების გამორჩეული პროდუქციით იყო დაკომპლექტებული. საღამო საზეიმო ტორტის გაჭრით დაგვირგვინდა.
ლოქსიტანი, ერბორიანი, დოქტორი ჰაუშკა, რექსალაინი, ბიონიკე, ნეუტრადერმი, ეს იმ ლუქ ბრენდების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ექსკლუზიურად ფარმსახლის სააფთიაქო ქსელში, მთელი საქართველოს მასშტაბით, დაგხვდებათ. ყველა მათგანს მოპოვებული აქვს უამრავი საერთაშორისო ჯილდო, ცნობილი და გამორჩეულია ევროპის ბაზარზე და მომხმარებლების დიდი სიყვარულითა და სანდოობით სარგებლობს. თითოეულის შემოსვლას საქართველოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
თავის მოვლა ის მოცემულობაა, რომელიც როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცდბისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყველას გვაქვს ჩვენი საყვარელი პროდუქტების ჩამონათვალი, მათ შორის, თითქმის ყველას სიყვარულის ობიექტს წარმოადგენს.
ფრანგული ბრენდი „ლოქსიტანი”, რომელიც 1976 წლიდან აწარმოებს 100%-მდე ბუნებრივი შემადგენლობის ნატურალურ სუნამოებს, სახის, სხეულისა და თმის მოვლის საშუალებებს. ლოქსიტანის ორგანული პროდუქცია საფრანგეთის პროვანსში იქმნება და იგზავნება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 90-ზე მეტ ქვეყანაში.
განსაკუთრებით გამორჩეულია ლოქსიტანის შიის ხელის კრემი, რომელიც მთელ მსოფლიოში ყოველ 20 წამში 1 ცალი იყიდება. ასევე გამორჩეული სიყვარულით სარგებლობს ღვთაებრივი უკვდავას ნაოჭსაწინააღმდეგო სახისა და ახლა უკვე სხეულის მოვლის პროდუქცია და პროვანსული ნუშის სურნელოვანი ხაზი, რომელიც ზაფხულში არაერთი მანდილოსნის თანამგზავრია.
სულ ახლახანს „ფარმსახლმა“ ლოქსიტან ჯგუფში შემავალი კორეული ბრენდი „ერბორიანი” წარადგინა. ევროპასა და ამერიკაში განსაკუთრებით ცნობილია მისი CC და BB კრემები, რომელთა გასაოცარ შედეგებზე უამრავი ცნობილი სახე და ინფლუენსერი ლაპარაკობს. ინოვაციური პროდუქცია თავის მოვლისა და მაკიაჟის იდეალურ შერწყმას წარმოადგენს. ერბორიანის CC კრემი მსოფლიოში ყოველ 20 წამში 1 ცალი, ხოლო BB კრემი ყოველ 1 წუთში 1 ცალი იყიდება. გამოყენებიდან სულ რაღაც 1 თვის შემდეგ, კანის სტრუქტურა და ხარისხი საგრძნობლად უმჯობესდება, ამასთან, თავის მოვლის ყოველ საფეხურს უჩვეულოდ მარტივ და სასიამოვნო პროცესად აქცევს. „ერბორიანი” წარმოდგენილია როგორც სახის კანის მოვლის პროდუქციით, ასევე დეკორატიული კოსმეტიკით.
„რექსალაინი“ ორმაგ ჰიალურონის მჟავაზე დამზადებული ერთადერთი ფრანგული ლუქს ბრენდია. მან მსოფლიო აღიარება Hydra Shock ხაზის პროდუქციის განსაკუთრებული შედეგების წყალობით მოიპოვა. მისი ბესტსელერი პროდუქტი ჰიდრა შოკის ნიღაბია. ნიღბის დატანიდან ზუსტად 15 წუთში კანი იძენს ბუნებრივ ბზინვარებას, კომფორტის შეგრძნებასა და ლიფტინგის ეფექტს, რადგან აღწევს კანის ღრმა შრეებში და 138%-ით ატენიანებს მას. აქვს ბუნებრივი ბოტოქსის ეფექტი. ჰიდრა შოკის პროდუქცია წარმოდგენილია სახის მოვლის სრული რუტინით. ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სახის მოვლის პროდუქტი ასევე Line Killer-ის სახის კრემია. ის 55%-ით ამცირებს ნაოჭების სიღრმეს, შედეგი კი მისი გამოყენებიდან 28 დღეში საგრძნობლად შესამჩნევია.
იტალიური ბრენდი „ბიონიკე“ 1960 წლიდან დღემდე აწარმოებს სახის კანის მოვლის საშუალებებსა და დეკორატიულ კოსმეტიკას. დერმატოლოგიური გამოცდილებითა და მეცნიერული ინოვაციით ქმნის ეფექტურ, მაღალტოლერანტულ პროდუქტებს ყველაზე მგრძნობიარე კანისთვისაც კი. ბიონიკეს სრული ასორტიმენტი ტესტირებულია მძიმე მეტალებზე, არ შეიცავს გლუტენს და პარფიუმს, არის სრულიად უსაფრთხო და რეკომენდებული.
„ნეუტრადერმი” 100%-ით ფრანგული, დერმატოლოგიური ბრენდია, რომელიც საფრანგეთის #1 „ჯილბერტის” ლაბორატორიაში იწარმოება. ნეუტრადერმი ქმნის თავის მოვლის საშუალებებს მთელი ოჯახისთვის. მისი უნიკალური პროდუქცია მსოფლიოში ყველაზე სუფთა, ირუაზის ზღვის წლისგან მზადდება, შეიცავს მეტ მინერალს და აქვს უნარი, თერმული წყლების შემცველ ბრენდებზე უფრო ეფექტურად დაატენიანოს და აღადგინოს კანი. „ნეუტრადერმის” ჰიდროლიპიდური შრის აღმდგენი ბალზამი, რომელიც ძალიან მშრალი და ატოპიისკენ მიდრეკილი კანისთვის არის გამკუთვნილი, მსოფლიოს 30 ქვეყანაში ყველაზე გაყიდვადი პროდუქტია. „ნეუტრადერმი“ უსაფრთხო და რეკომენდებულია 0 წლიდან ნებისმიერ ასაკში.

„ფარმსახლი“ ეს არის ინოვაციური სააფთიაქო ქსელი, რომელიც გვთავაზობს ეკომეგობრულ გარემოს და თანამედროვე ტექნოლოგიებს. ის მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე და პასუხობს მის საჭიროებებსა და მოთხოვნებს. შედეგად, გვთავაზობს ევროპული მედიკამეტებისა და საკვები დანამატების დიდ არჩევანს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და თავის მოვლის პრემიუმ ბრენდებს, რომლებსაც მხოლოდ აქ აღმოაჩენთ. ამასთან, “ფარმსახლი” პირველია მთელს ამიერკავკასიაში, სადაც სააფთიაქო რობოტი განთავსდა. წლის ბოლომდე, “ფარმსახლს” კიდევ რამდენიმე ცნობილი ევროპული ბრენდის შემოტანა აქვს დაგეგმილი.



















