Pirelli-ს 2019 წლის კალენდრის პრეზენტაცია და ულამაზესი ჯიჯი ჰადიდი ზაკ პოსენის კაბაში

    მილანში “პირელის” 2019 წლის კალენდრის პრეზენტაცია გაიმართა. საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ჯიჯი ჰადიდი და მისი არაჩვეულებრივი ფოტოები მოექცა. პრეზენტაციაზე მისულ ვარსკვლავს ზაკ პოსენის კაბა და შოპარდის სამკაულები ამშვენებდა.

    “პირელის” ახალი კალენდარი გაფორმებულია ლეგენდარული ფოტოგრაფის, ალბერტ უოტსონის მიერ გადაღებული ფოტოებით. ფოტოგადაღებები მაიამისა და ნიუ იორკში მიმდინარეობდა. მათზე გამოსახულია ოთხი განსხვავებული ქალი, განსხვავებული ისტორიებით, ოცნებებითა და ვნებებით: ჯიჯი ჰადიდი, მისტი კოპლანდი, ასტრიდ იკა და ლეტიცია კასტა. ფოტოების შესახებ ალბერტ უოტსონმა განაცხადა: ”მინდოდა შემექმნა ისეთი რამ, რაც გაცილებით მეტი იქნებოდა, ვიდრე უბრალოდ ვინმეს პორტრეტები. გარდა ამისა, მსურდა, რომ ფოტოები ყოფილიყო კინოს სტილში და გამოჩენილიყო თანამედროვე ქალის პოზიტიური ხედვა…“

    პირელის კალენდარი 1964 წლიდან ყოველ წელს გამოდის, იგი შეზღუდული რაოდენობით გამოიცემა და მხოლოდ პირელის მომხმარებლებს და ცნობად სახეებს გადაეცემათ.

    ავტორი: ნინი ბარბაქაძე

     

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი