პოსტი მაკიაჟით შეპყრობილებისთვის!

    დამოკიდებული ხართ მაკიაჟზე?

    გიყვართ შეღებვა მაშინაც კი, როცა უბრალოდ სუპერმარკეტში მიდიხართ?

    ალბათ წარმოდგენაც არ გაქვთ, რა ზიანს აყენებთ სახის კანს. ქიმიური ნივთიერებებით გაჯერებული კოსმეტიკა, რომლებიც დღეს მაღაზიებში იყიდება, ხელს უშლის კანს სუნთქვაში და უკარგავს მას ჯანსაღ იერს.

    თუ გსურთ, რომ მაქსიმალურად აირიდოთ თავიდან ყოველდღიური მაკიაჟით ან უხარისხო პროდუქციით გამოწვეული ზიანი, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა!

    აირჩიეთ ნატურალური კოსმეტიკური საშუალებები. დღესდღეობით, ყოველდღიური მოხმარების კოსმეტიკა დიდი რაოდენობით პარაბენებს შეიცავს, რომლებიც თქვენს ორგანიზმზე მავნე ქიმიური კონსერვანტების სახით უარყოფით ზემოქმედებას ახდენენ. როგორც წესი, მათ დეფექტების დასაფარად ვიყენებთ. თუმცა, ბევრი ქალბატონი, იდეალური კანის მიუხედავად მაინც დამოკიდებულია ტონალურ კრემებსა და პუდრებზე. ეს ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური დამოკიდებულებაა და როგორც სხვა დანარჩენი დამოკიდებულებები, არ არის მისასალმებელი. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ გირჩევთ, გააკეთოთ არჩევანი ჯანსაღი, მცენარეული ინგრედიენტებით დამზადებულ კოსმეტიკაზე, რომელიც არა მხოლოდ გვალამაზებს, არამედ სასარგებლოა კანისთვის. მიეცით თავს უფლება, ატაროთ მაკიაჟი და იყოთ მშვიდად, რომ ამავდროულად კანი სუნქავს, იკვებება და არ შრება.

    გამოიყენეთ მინერალური კოსმეტიკა. ეს არის ქიმიური კოსმეტიკის არაჩვეულებრივი ალტერნატივა, რომელიც დამზადებულია ბუნებრივი მინერალების გამოყენებით. ეს ნივთიერებები ხელს უწყობენ კანის იერსახის გაუმჯობესებას. ასე რომ, დახარჯეთ ფული მინერალურ კოსმეტიკაზე და უარი თქვით ქიმიური ნივთიერებებისგან დამზადებული კოსმეტიკის ყოველდღიურ გამოყენებაზე.

    გამოიყენეთ კოსმეტიკა, რომელიც შეიცავს მზისგან დამცავს. არსებობს მზის ულტრაიისფერი გამოსხივების სამი ტიპი: UVA, UVC და UVA. როგორც წესი, UVC ოზონის შრეში ნეიტრალდება და ჩვენამდე ვერ აღწევს, ხოლო UVA და UVB გამოსხივება ჩვეულებრივ აღწევს დედამიწაზე. ისინი ზემოქმედებენ და პროვოცირებას უკეთებენ ისეთ პროცესებს, როგორიც არის სიბერე და კანის სხვადასხვა დაავადებები. UVB ანუ  მზის ულტრაიისფერი B სხივები კანის უჯრედების ძალიან დიდ რაოდენობას აზიანებენ, აჩქარებენ დაბერების პროცესს და ზოგ შემთხვევაში, კანის კიბოსაც კი იწვევენ. ასე რომ, კოსმეტიკის შერჩევისას აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს ფაქტორი და არჩევანი გააკეთეთ მაღალი SPF-ის (Sun Protection Factor) მქონე პროდუქციაზე.

    აირჩიეთ მარგალიტის პუდრი. კანის მოვლის ჩინური მეთოდების მიხედვით, იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჯანსაღი კანის შენარჩუნების კუთხით. აღმოჩნდა, რომ ამ პუდრის მაკიაჟის ქვეშ, ბაზად გამოყენების შემთხვევაში კოსმეტიკურ საშუალებებში შემავალი ქიმიური ნივთიერებები ვეღარ აღწევენ კანში. ის ეფინება კანის ზედაპირს, ქმნის დამცავ ფენას, იცავს კანს გაღიზიანებისგან და დაბერების გამომწვევი ფაქტორებისგან.

    მოიშორეთ სახიდან მკვდარი უჯრედები. მაკიაჟის ნარჩენები კანის ფორებში ღრმად ჯდება და უსიამოვნო დარღვევებს იწვევს. ამიტომ, კანი კვირაში მინიმუმ ორჯერ გაიწმინდეთ/ჩაიტარეთ პილინგის მსუბუქი პროცედურები. შეგიძლიათ შეიძინოთ სახის ნაზი სქრაბი ან უბრალოდ, მოამზადეთ იგი კეფირის/მაწვნის და შვრიის გამოყენებით. მოიშორეთ მაკიაჟი და ფრთხილად წაისვით ნაზავი სახეზე. ეს პროცედურა დაგეხმარებათ მაკიაჟის ნარჩენებისა და მკვდარი უჯრედების ფენის მოშორებაში.

    არავითარ შემთხვევაში არ დაიძინოთ მაკიაჟით. იყიდეთ კარგი ხარისხის მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალებები და ეცადეთ, ყოველ ღამე ფრთხილად გაიწმინდოთ სახე; არ გამოიყენოთ ჩვეულებრივი ქაღალდის ხელსახოცი; არ დააწვეთ კანს უხეშად. იმისათვის, რომ კანის ფორები კარგად გასუფთავდეს მაკიაჟის ნარჩენებისა და ბაქტერიებისაგან, სახე გაიწმინდეთ ჟოჟობას ზეთით.

    გაწმენდის შემდეგ აუცილებლად დაიტენიანეთ სახე. გამოიყენეთ თქვენი ასაკისთვის განკუთვნილი (Anti Age) დამატენიანებელი საშუალებები. შეარჩიეთ ისეთი პროდუქცია, რომლის ინგრედიენტებშიც შედის მანუკას თაფლი, CynergyTK და ა.შ. ისინი ამცირებენ კანის დაზიანებული ქსოვილების რაოდენობას და უზრუნველყოფენ მის ჰიდრატაციას.

    გამოცვალეთ კოსმეტიკა წელიწადში ორჯერ. პერიოდულად განაახლეთ კოსმეტიკური საშუალებები. ეცადეთ, არ გამოიყენოთ 1 ან 2 წლის შეძენილი კოსმეტიკა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი სახის კანი იდეალური გარემო იქნება ბაქტერიებისათვის.

    გაამდიდრეთ თქვენი ორგანიზმი საჭირო ნივთიერებებითა და ვიტამინებით. იმისათვის, რომ თქვენი კანი უნაკლოდ გამოიყუებოდეს, აუცილებელია მის სტრუქტურაზე ზრუნვა ორგანიზმის შიგნიდან. ვიადერმის „სილამაზის კაფსულები“ უზრუნველყოფენს კანის ღრმა შრეების გამდიდრებას იმ მნიშვნელოვანი კომპონენტებით, რომლებიც ხელს უწყობენ კანის დაცვას მავნე ნივთიერებებისა და გარემო ფაქტორების ზეგავლენისაგან, ამასთანავე, ახდენენ კანის სტრუქტურულ გაუმჯობესებას. ხანგრძლივი და მაქსიმალური ეფექტის შენარჩუნებისათვის გირჩევთ  ვიადერმის კურისის 6 თვეში ერთხელ განმეორებას.

    გახსოვდეთ, გამომშრალი კანისა და დეფექტების ტონალური კრემით  დაფარვა გამოსავალი არ არის! უმჯობესია იზრუნოთ კანის გაჯანსაღებაზე და აღადგინოთ კოლაგენისა და ელასტინის ბალანსი თქვენს ორგანიზმში. შედეგად მიიღებთ გლუვ, ჯანსაღ კანს … და ვინ იცის, იქნებ კოსმეტიკაზე უარიც კი თქვათ ?

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი