პოსტი მამაკაცებისთვის – რჩევები კანის მოვლის შესახებ

    კანის მოვლა ძირითადად მხოლოდ ქალბატონებთან ასოცირდება, თუმცა ეს საკითხი არანაკლებ მნიშვნელოვანია მამაკაცებისთვისაც. შევთანხმდეთ, რომ ორივე სქესის წარმომადგენლებს სურთ, ჰქონდეთ მოვლილი კანი და გამოიყურებოდნენ კარგად. ამიტომაც, ეს პოსტი მამაკაცებისთვისაა.

    დავიწყოთ იქიდან, რომ ქალისა და მამაკაცის კანი განსხვავდება. ქალებთან შედარებით, მამაკაცებს უფრო სქელი კანი აქვთ. თუმცა, კანის მოვლის ძირითადი პრინციპები თითქმის ერთი და იგივეა. მზე, არასწორი მოვლა და გარემო პირობები ერთნაირად უქმნის საფრთხეს როგორც ქალბატონებს, ისე მამაკაცებს.

    1. დაბინძურება, მანქანის გამონაბოლქვი, სიგარეტის კვამლი – ეს ყველაფერი ფენებად ედება კანს. აუცილებელია ჭუჭყის მოშორება და სახის დატენიანება. კანის მოვლის საშუალებები შეარჩიეთ კანის ტიპის მიხედვით. თუ გაქვთ აკენსკენ მიდრეკილი კანი, არჩევანი შეაჩერეთ უცხიმო (Oil free) და არაკომედოგენურ (non-comedogenic) გამწმენდებსა და დამატენიანებლებზე (რათა დაიცვათ ფორები დაბინძურებისგან). თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, შეიძინეთ საშუალებები, რომლებიც არ შეიცავენ სუნამოს არომატს (fragrance free). წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა კანი გაგიღიზიანდეთ და გამოგიშრეთ. არ ენდოთ წარწერას unscented, რადგან ხშირ შემთხვევაში ეს საშუალებები მაინც შეიცავენ ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც კანს აღიზიანებენ.

    2. არ დაგავიწყდეთ სახის დაბანა როგორც დილით, ისე ძილის წინ. ზოგიერთი საპონი კანს აშრობს, ამიტომ აუცილებლად შეიძინეთ სახის დასაბანი/გამწმენდი საშუალება. ასევე, აკონტროლეთ წყლის ტემპერატურა – დაიბანეთ სახე თბილი წყლით.

    3. იმისათვის, რომ თქვენი კანი იყოს ელასტიური და მბზინვარე, იხმარეთ დამატენიანებელი ყოველდღიურად, განსაკუთრებით აბაზანის მიღების შემდეგ. არ დაგავიწყდეთ, რომ დატენიანება არა მხოლოდ სახეს, არამედ მთელს სხეულს სჭირდება.

    4. ზოგიერთი მამაკაცი წვერის გასაპარსად მრავალპირიან სამართებელს იყენებს. თუ პარსვის შემდეგ გიღიზიანდებათ კანი, გაქვთ გამონაყარი და გიბრუნდებათ თმა, მრავალპირიანი საპარსის ნაცვლად გამოიყენეთ ერთ ან ორპირიანი საპარსი და შეეცადეთ პარსვისას არ დააწვეთ კანს. გაპარსვამდე სახისა და წვერის დატენიანება ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ გამოიყენეთ დამატენიანებელი საპარსი კრემი. გაიპარსეთ ფრთხილად, თმის ზრდის მიმართულებით. 5 – 7 გაპარსვის შემდეგ აუცილებლად გამოცვალეთ სამართებლის პირები, რათა თავიდან აიცილოთ ბაქტერიები და კანის გაღიზიანება.

    5. პერიოდულად კონსულტაცია გაიარეთ დერმატოლოგთან. ყურადღება მიაქციეთ ახლად გაჩენილ ლაქებს. წანაზარდებს ან ხალებს. ქავილი და ფერის შეცვლა ზოგჯერ კანის კიბოს განვითარებაზე მიანიშნებს. 50 წელს ზემოთ მამაკაცებს შორის მელანომას განვითარების რისკი მაღალია, თუმცა დროული დიაგნოსტიკის შემთხვვაში ადვილად იკურნება და საფრთხესაც არ წარმოადგენს.

    6. თუ წვერს ატარებთ, მის სისუფთავეზეც უნდა იზრუნოთ. დაიბანეთ წვერი სახის დასაბანი საშუალებით ან შამპუნით. მბზინვარებისთვის და დასარბილებლად გამოიყენეთ წვერის ზეთი. თუმცა არ დაგავიწყდეთ, მოვლილი წვერი კარგია, მაგრამ კანის პრობლემებს წვერი ვერ დაფარავს, ასე რომ დაიწყეთ კანის სიჯანსაღეზე ზრუნვა.

    7. სახლიდან გასვლამდე აუცილებლად წაისვით მაღალი SPF-ის მქონე დამცავი. ეს დაგიცავთ მზის სხივების მავნე ზმოქნედებისგან, თავიდან აგაცილებთ ნაოჭებს და ასაკობრივ ლაქებს. თანაბრად გადაინაწილეთ დამცავი შუბლზე (ან სკალპზე), ნიკაპზე, ტუჩებზე, ყურებსა და ყელზე.

    8. გაუფრთხილდით ტუჩებს – აუცილებლად გამოიყენეთ უფერო, ჰიგიენური პომადა. ნუ გგონიათ, რომ ეს თქვენს მამაკაცურობას ჩრდილს მიაყენებს. გახსოვდეთ, სიცხის ან ძლიერი ყინვის შედეგად კანი ზიანდება ტუჩებზეც. ასაკის მატებასთან ერთად კი ნაოჭებიც ჩნდება.

    9. ნაოჭების წარმოქმნა ყველასათვის მტკივნეული და უსიამოვნოა, განსაკუთრებით თვალებთან – როცა მიმიკურ ნაოჭებს ასაკობრივიც ემატება. გამოიყენეთ თვალის გარშემო წასასმელი კრემი დილით და ძილის წინ. ატარეთ UV (ულტრა იისფერი) სხივებისგან დამცავი სათვალე – იგი დაიცავს კანს თვალებზე და მის გარშემო.

    დაბოლოს, არ დაგავიწყდეთ ორგანიზმის საჭირო ნივთიერებებით მომარაგება – ჩაიტარეთ ვიადერმის კურსი და დაეხმარეთ სხეულს თმისა და ფრჩხილების სტრუქტურის გაუმჯობესებაში, ასევე კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებაში.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი