პრიანკა ჩოპრამ ნიკ ჯონასს საოცარი საჩუქარი გაუკეთა!

    მოულოდნელი საჩუქარი ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა, მით უმეტეს თუ ეს საჩუქარი თავად გაღვიძებს, ფუმფულაა და საყვარელი. რა შეიძლება იყოს ამაზე კარგი დღის დასაწყისი?

    37 წლის ინდოელმა მსახიობმა და მოდელმა, პრიანკა ჩოპრამ საყვარელ მეუღლეს, 27 წლის ნიკ ჯონასს ქორწინების წლისთავის აღსანიშნავად ლეკვი აჩუქა. ეს საჩუქარი კიდევ უფრო მოულოდნელი იმიტომ იყო, რომ პროანკამ ვერ მოითმინა და ნიკა ლეკვი ქორწინების თარიღამდე რამდენიმე დღით ადრე აჩუქა.

    ვიდეოს, სადაც ნიკ ჯონასი ლეკვთან ერთად იღვიძებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. წყვილს უკვე ახალი ოჯახის წევრი ჰყავს. ნიკ ჯონასმა ლეკვთან ერთად ახალი ფოტოები ინსტაგრამის გვერდზე განათავსა და ემოციური წარწერაც დაურთო: „ღიმილს ვერ ვწყვეტ დილიდან, მადლობა.“

     

    ავტორი: თამო მათნაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი