პრინც ჩარლზს კორონა ვირუსი აღმოაჩნდა!

    ახლახან, ცნობილი გახდა, რომ 71 წლის პრინც ჩარლზს COVID-19 აქვს. ეს ინფორმაცია ჟურნალ VOGUE-ს ბრიტანეთის სამეფო კარის წარმომადგენელმა დაუდასტურა. როგორც ღმოჩნდა, პრინცს ვირუსის მსუბუქი სიმპტომები აქვს, თუმცა თავს კარგად გრძნობს და ბოლო რამდენიმე დღეა სახლიდან მუშაობს.

    მის მეუღლეს, კორნვოლის ჰერცოგინიას ვირუსი არ აღმოაჩნდა. ჩარლზიც და მისი ცოლიც ამჟამად შოტლანდიაში, თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ჯერჯერობით დაუდგენელია ვინ გადასდო პრინცს ვირუსი, რადგან საქმიანობიდან გამომდინარე მას ყოველდღიურად უამრავ ადამიანთან უწევს შეხვედრა.

    ტომ ჰენქსის, პრინცი ალბერტისა და იდრის ელბას შემდეგ, ის ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ფიგურაა, რომელსაც COVID-19 აღმოაჩნდა.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი