პრინცესა ბიატრისის ქორწილი ოჯახურ წრეში გაიმართა

    პრინცესა ბიატრისი იტალიელ დეველოპერზე, ედუარდო მაჩელი მოციზე დაქორწინდა. ცერემონია უინძორების სასახლეში გაიმართა და სამეფო ოჯახის წევრების გარდა არავინ დასწრებია. მათ შორის, არც პრესის წარმომადგენლები.

    ქორწილი მაისში, ბუკინგემის სასახლეში იყო დაგეგმილი, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო ცერემონიის გადადება მოუწიათ. საბოლოოდ კი წყვილი ყველასაგან მალულად დაქორწინდა. ცნობილია, რომ ქორწილს არ ესწრებოდნენ ქეით მიდლტონი, პეინცი უილიამი, მეგან მარკლი და პრინცი ჰარი.

    პრინცესა ბიატრისმა სამეფო კარის ტრადიციაც დაარღვია – მისი საქორწინო ბეჭედი ბრიტანელი იუველირის, შაუნ ლეინის მიერ არის შექმნილი.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი