პრინცი ჰარი ბრიტანეთიდან კანადაში 1 ჩანთით ჩაფრინდა

    დეილი მეილის ინფორმაციით მეგან ნარკლისა და პრნცი ჰარის რეზიდენციის, “ფროგმორის” კოტეჯის მთელი პერსონალი დაითხოვეს. სახლის მმართველი და დამლაგებელი დედოფლის სხვა ობიექტზე გადაიყვანეს, ხოლო მზარეული და მოსამსახურეები გაათავისუფლეს. მათ უთხრეს, რომ ფროგმორში მათი დახმარება ჯერჯერობით აღარ სჭირდებათ.

    სახლი მეგანისა და ჰარის საკუთრებაში რჩება, მაგრამ მინიმუმ ნახევარი წლის განმავლობაში ისინი იქ ცხოვრებას არ აპირებენ. მეგანი არჩისთან ერთად კანადაში 10 იანვარს ჩავიდა. ჰარი კი გუშინ ჩაფრინდა მათთან და სხვათა შორის, თან მხოლოდ 1 ჩანთა ჰქონდა.

    სანამ პრინცი ბრიტანეთიდან კანადაში მიფრინავდა, ცნობილი გახდა, რომ მას სამხედრო წოდებები ჩამოართვეს.

    ჰარი და მეგანი პატარასთან ერთად ამჟამად ნაქირავებ ვილაზე ცხოვრობენ. ტიტულზე უარის თქმის მიუხედავად მეგანი აგრძელებს საქველმოქმედო საქმიანობას და შეხვერდებს სხვადასხვა ორგანიზაციებთან.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი