პრინცი ჰარი დედოფალ ელიზაბეტს პირისპირ შეხვდება

    ცოტა ხნის წინ პრინცმა ჰარიმ ოფიციალურად განაცხადა, რომ ის და მეგან მარკლი უარს ამბობენ სამეფო ტიტულზე და სურთ ფინანსურად დამოუკიდებლები გახდნენ. ამისათვის კი გადაწყვეტილი აქვთ იმუშაონ და დრო საქველმოქმედო საქმიანობას დაუთმონ.

    ბოლო პერიოდში სამეფო ოჯახის გარშემო არაერთი ჭორი გავრცელდა. როგორც ამბობენ, ძალიან მალე ის პირისპირ შეხვდება დედოფალს. ეს იქნება მათი პირველი შეხვედრა სკანდალური განცხადების შემდეგ. ისინი ჰარის, მეგანისა და მათი შვილის სამომავლო გეგმებს განიხილავენ.

    სანდო წყაროები ირწმუნებიან, რომ ტიტულზე უარის თქმისა და სამეფო ოჯახიდან წასვლის ინიციატორი მეგანი იყო. იმასაც ამბობენ, რომ ჰარი ძალიან განიცდის, რადგან ძალიან უყვარს დედოფალი, ქვეყანა, თავისი ხალხი და მისთვის ამ გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ არის.

    შეხვედრაზე ორივე მხარე ეცდება, რომ მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომ სამეფო კარზე ბოლო  მოვლენებით გამოწვეული კრიზისი შეაჩერონ. შეხვედრა შესაძლოა მთელს დღეს გაგრძელდეს და სავარაუდოდ მეგან მარკლი შეხვედრას ვიდეო ზარით შეუერთდება, რადგან შვილთან ერთად კანადაში იმყოფება. ის ქ რამდენიმე დღის წინ გაფრინდა. განსახილველი თემა იქნება ისიც, თუ რა სახსრებით მოხდება ჰარის, მეგანისა და არჩის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მომავალში.

    დედოფალი ელიზაბეტი, პრინცი ჩარლზი და უილიამი ცდილობენ არსებული საკითხი მაქსიმალურად უმტკივნეულოდ და მშვიდობიანად გადაჭრან.

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი