პრინცი ჰარის უახლოესი მეგობარი მის ახალ ცხოვრებასა და განცდებზე

    მეგან მარკლი და პრინცი ჰარი ფიქრობდნენ, რომ როგორც კი სამეფო ვალდებულებებისაგან გათავისუფლდებოდნენ, მათი ცხოვრება გაცილებით წყნარი გახდებოდა. თუმცა, პირიქით მოხდა – კანადაში გადასვლისთანავე ისინი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცნენ, მათ სახლთან პაპარაცები 24 საათის განმავლობაში არიან ჩასაფრებულები.

    პრინცის უახლოესი მეგობარი, სპორტსმენი ნაჩო ფიგერასი ABC News-ის ეთერში იყო მიწვეული, სადაც ჰარის მდგომარეობასა და განცდებზე მოკლედ ისაუბრა: “ჰარი ძალიან ნერვიულობს ჭორებზე და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე. მას უნდა, რომ ჩვეულებრივი ცხოვრებით იცხოვროს. ის ნამდვილი მამაკაცია, რომელიც ზრუნავს თავის მეუღლეზე და შვილზე. დაიცავს მათ, რადაც არ უნდა დაუჯდეს. ჰარი საოცარ ადამიანად იქცა, რომლითაც დედამისი აუცილებლად იამაყებდა!”

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი