პროდუქტები, რომელთა მიღებაც სამეფო ოჯახის წევრებს ეკრძალებათ

    ბრიტანეთის სამეფო კარის წარმომადგენლებისთვის არაერთი აკრძალვა არსებობს და ეს მხოლოდ დედოფალთან ურთიერთობას, გარეგნობას და ეტიკეტს კი არა, საჭმელსაც ეხება. როგორც აღმოჩნდა, სამეფო ოჯახის წარმომადგენლების რაციონიდან 5 პროდუქტია ამოღებული.

    ერთ-ერთია ნიორი და ეს მისი მძაფრი სუნის “დამსახურებაა.” მნიშვნელობა არ აქვს ოჯახური შეკრება იქნება თუ რომელიმე ღონისძიება, სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს, მათ შორის ქეით მიდლტონს და პრინც უილიამს, ნივრიანი და ხახვიანი საჭმლის ჭამა ეკრძალებათ.

    მათ არ აქვთ უფლება მიირთვან ზღვის პროდუქტები და ნახევრადშემწვარი ხორცი, რათა თავიდან აიცილონ მოწამვლის საფრთხე, ალერგიული რეაქციები ან დისკომფორტი მუცელში (თუმცა, ამ წესებს ყველაზე მეტად დედოფალი იცავს, რადგან ცნობილი ფაქტია, რომ პრინც უილიამს ძალიან უყვარს სუში, პრინცი ჩარლზი კი უარს ვერ ამბობს მოლუსკებზე).

    რაციონიდან ამოღებულია ფუა-გრაც (ბატის ან იხვის ხორცი, მომზადებული სპეციალური ტექნოლოგიით). 2008 წელს პრინცი ჩარლზი გამოვიდა ინიციატივით, რომ გაუფრთხილდნენ ფრინველებს და უარი თქვან ამ დელიკატესზე.

    დაბოლოს, დედოფლის ბრძანებით სამეფო ოჯახი აღარ მიირთმევს რთულ ნახშირწყლებს და მასზე დამზადებულ კერძებს (პასტას, ბრინჯს, კარტოფილს). ყოველდღიურ რაციონში განსაკუთრებული აქცენტი თევზზე, ხორცზე და ბოსტნეულზე კეთდება.

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი