პროდუქტები, რომლებიც დადებითად მოქმედებს ჰემოგლობინსა და იმუნიტეტზე

    გაზაფხულია… ჯერ არ შემოსულა ახალი ხილი, თან სახლში ვართ და იმუნიტეტი დაქვეითებულია. ამ პირობებში ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობის გარდა, ჰემოგლობინმაც შეიძლება დაიწიოს.

    ამ პრობლემის თავიდან არიდება შეგვიძლია – პირველ რიგში სწორი კვებით. გავეცნოთ პროდუქტებს, რომლებიც ჰემოგლობინის დონეზე დადებითად მოქმედებს:

    ცილა
    ცხოველური – საქონლის, ხბოს, ინდაურის, ცხვრის, კურდღლის ხორცი.
    გაზაფხულზე განსაკუთრებით კარგია სუბპროდუქტები – ღვიძლის და ენა.
    თევზი – კარგია ცხიმიანი ჯიშები (ორაგული და სარდინა), ხიზილალა.
    ზღვის პროდუქტები – კრევეტები, მიდიები, კალმარები.
    მცენარეული – ოსპი, შავი ლობიო, ნუტი.

    ხილ–ბოსტნეული
    ხილი– ვაშლი, ბროწეული.
    ბოსტნეული– ჭარხალი, სტაფილო (სტაფილო მიირთვით ზეთით)

    ბურღულეული
    წიწიბურა, ქერი (ქერი მცირე რაოდენობით).
     

    კაკაო და შავი შოკოლადი

    თხილეული
    ნიგოზი, მზესუმზირა, სეზამის მარცვლები, გოგრის თესლი. საკმარისია 1 სუფრის კოვზი დღეში. თხილეულთან ასევე კარგია თაფლი, ოღონდ მცირე რაოდენობით.
    ბავშვებისთვის ძალიან კარგია ჰალვა.

    მშრალი სოკო

    საერთოდ, მშრალ ხილში და ბოსტნეულში მინერალები გაცილებით მეტია, ვიდრე ახალში.

    საღამოსთვის შემოგთავაზებთ ამ პროდუქტებით მომზადებულ გემრიელ რეცეპტებს.

    იკვებეთ სწორად და იყავით ჯანმრთელები!

    თქვენი მარი მილორავა 

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი