პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობს კანის გამოშრობას

    კანის სიმშრალე არის პრობლემა, რომელიც მთელი წლის მანძილზე გვაწუხებს – ზამთარში გარეთ დაბალი ტემპერატურაა, შენობებში კი ჩართულია გამათბობლები და მშრალი ჰაერია; გაზაფხულზე ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება მოქმედებს უარყოფითად; ზაფხულში კი, მზის სხივები აშრობს კანს. თუმცა, მხოლოდ გარემო ფაქტორები კი არა, კვებაც შეიძლება იყოს კანის გამოშრობის მიზზეზი.

    რომელი პროდუქტი იწვევს კანის გამოშრობას?

    მარილიანი საკვები

    კანის სიმშრალის მიზეზი შეიძლება ნატრიუმის სიჭარბე იყოს. გადამეტებული მარილის მოხმარების შედეგად კანს ეძლევა მონაცრისფრო ფერი და ადვილად სკდება. ეს კი შესაძლოა გახდეს აკნეს ან ინფექციის წინაპირობა, რადგან დამსკდარი ზედაპირიდან კანში ჭუჭყი და მიკრობები ადვილად ჩაედინება. გარდა ამისა, მარილი ორგანიზმში წყალს აკავებს, რამაც შესაძლოა შეშუპება გამოიწვიოს.

    მარტივი ნახშირწყლები და შაქარი

    Stop List-ში არის თეთრი პური, შაქარი, ნამცხვრები, შოკოლადები, წვენები და სხვა ტკბილეული. გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი ძალიან კალორიულია და ორგანიზმში მაშინვე ცხიმის სახით ინახება, შაქარი ხელს უშლის კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას და შესაბამისად, კანი შრება, იქერცლება და ნაადრევი ნაოჭებიც ჩნდება.

    ალკოჰოლი

    კანის სიმშრალის კიდევ ერთი განმაპირობებელი ალკოჰოლური სასმელებია. ჯობია შეამციროთ, ან საერთოდ უარი თქვათ ალკოჰოლზე. ყველაზე უსაფრთხო ერთი ჭიქა მშრალი ღვინოა. დღის განმავლობაში კი არ დაგავიწყდეთ წყლის მიღება.

    გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, გაითვალისწინეთ, რომ მიირთვათ პროდუქტები, სადაც არის ვიტამინი E და ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავა, რადგან სწორედ ისინი არიან პასუხისმგებლები კანის სილამაზეზე (თხილეული, ცხიმიანი თევზი და ავოკადო).

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი