პროდუქტები, რომლებისგანაც თმის გამაჯანსაღებელი ნიღბები მზადდება

    ძლიერი და ლამაზი თმა ნებისმიერი ჩვენგანის სიმდიდრეა და როგორც წესი, რეგულარული მოვლის, სხვადასხვა პროცედურებისა და ნუტრიკოსმეტიკის კურისის ჩატარების შედეგია. საბედნიეროდ, ნუტრიკოსმეტიკის კურსი ყველასათვის ხელმისაწვდომია, მაგრამ ზოგიერთი პროცედურა და გარეგანი მოვლის საშუალება საკმაოდ ძვირი ჯდება.

    თუმცა, გამოსავალი ყოველთვის არსებობს… და თან შედარებით დაბალბიუჯეტიანიც. სახლის პირობებში ნიღბების მომზადება ცოტა მეტ ძალისხმევას ითხოვს, თუმცა შედეგით ნამდვილად კმაყოფილი დარჩებით.

    დაზიანებული თმის აღდგენა ავოკადოს ნიღბით

    ხილის ეს სახეობა სულ უფრო პოპულარული ხდება, ისევე როგორც მისგან დამზადებული თმის ნიღაბი. დაჭყლიტეთ ერთი მწიფე ავოკადო, 1 ცალ კვერცხთან ერთად და დაიტანეთ მიღებული მასა სველ თმაზე. გაიჩერეთ მინიმუმ 20 წუთის განმავლობაში და შემდეგ ჩამოიბანეთ. ავოკადოში შემავალი სასარგებლო ნივთიერებები და ვიტამინები აღადგენს თქვენს თმას. პროცედურის გამეორება შეიძლება კვირაში ერთხელ. ის დიდი პოპულარობით სარგებლობს უცხოელ კოლორისტებს შორის.

    ჯადოსნური ზეითუნის ზეთი

    ნიღაბი დაატენიანებს და შესძენს ელასტიურობას თქვენს მშრალ თმას. შეათბეთ (არ გააცხელოთ) ნახევარი ჭიქა ზეითუნის ზეთი და შეიზილეთ თმაში. შეიფუთეთ თმა და გაიჩერეთ ნიღაბი დაახლოებით 45 წუთით.

    თმის მასაჟი კარაქით

    ეს ნიღაბი გამოგადგებათ იმ შემთხვევაში თუ გაქვთ შედარებით მშრალი თმა. მშრალ თმაზე მასაჟით დაიტანეთ მცირე რაოდენობის კარაქი, დაიხურეთ შხაპის სპეციალური ქუდი და გაიჩერეთ დაახლოებით ნახევარი საათით. ჩამოიბანეთ კარაქი შამპუნით.

    ჩაი მბზინვარებისთვის

    იმისათვის, რომ თმა გაცილებით უფრო მზინვარე გახდეს, მის მოსავლელად გამოიყენეთ ჩაი. მას შემდეგ რაც თმებს საყვარელი შამპუნით ჩამოიბანთ, გადაივლეთ თბილი ჩაის ნაყენი. სულ ეს არის – მბზინვარება გარანტირებულია.

    ვაშლის ძმარი თმის გამოსაცოცხლებლად

    უკიდურესად დაზიანებული და უსიცოცხლო თმის მოსავლელად და გამოსაცოცხლებლად გამოიყენეთ ვაშლის ძმრისგან დამზადებული  ნიღაბი. შემადგენლობა: 1 ჩაის კოვზი ძმარი; 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი; 3 კვერცხის ცილა; ყველა ინგრედიენტი აურიეთ ერთმანეთს და შეიზილეთ თმაში. შეიფუთეთ თმა ნახევარი საათის განმავლობაში და შემდეგ ჩამოიბანეთ.

    შამპუნი კვერცხით

    ერთმანეთს შეურიეთ შამპუნი და 1 კვერცხი და დაიტანეთ თმაზე. გაიჩერეთ 5 წუთის განმავლობაში და კარგად ჩამოიბანეთ. ეს პატარა ხრიკი გააძლიერებს თქვენს დაზიანებულ თმას.

    ზემოთ წარმოდგენილი ყველა რჩევა მოქმედებს თმაზე გარეგნულად. არ უნდა დაგვავიწყდეს რამდენად მნიშვნელოვანია თმის გაჯანსაღება და გაძლიერება შიგნიდან. ეს საქმე “ვიადერმი კოპლიტს” მიანდეთ, რომელიც ერთნაირად ზრუნავს როგორც თქვენს თმაზე, ასევე, კანსა და ფრჩხილებზეც.

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი