პროდუქტი, რომელიც კანს შეუდარებელ იერს მისცემს

    იმისათვის, რომ მაკიჟი იდეალურად გამოიყურებოდეს, კანი მოწესრიგებული, ჯანსაღი და ერთგვაროვანი უნდა იყოს. სილამაზის სფეროს ბლოგერები ხშირად საკუთარ თავზე ცდიან ამა თუ იმ პროდუქტს და თავის შთაბეჭდილებებს უზიარებენ მკითხველს. სწორედ ასე წავაწყდით პროდუქტს, რომელიც ბლოგერებს თუ დავუჯერებთ, სასწაულებს ახდენს.

    UMA Ultimate Brightening Rose Powder Cleanser – ვარდის გამაღიავებელი გამწმენდი პუდრი საიტზე 65% ღირს. არც ისე იაფია, თუმცა მისი თვისებების წაკითხვის შემდეგ შეძენა ნამდვილად მოგინდებათ.

    იგი გამოიყენება კანის არათანაბარი ტონის საწინააღმდეგოდ, აძლევს მას ერთფეროვან და დატენიანებულ იერს. კალენდულას ექსტრაქტი და გვირილა აწყნარებს და ასუფთავებს კანს. UMA შეიცავს შვრიასაც, რომელსაც დეტოქს ეფექტი აქვს. ამას ემატება ნიგოზი, რომელიც ნაზად ქერცლავს კანს. მინერალებით გაჯერებული ბენტონიტური თიხა კი ხელს უშლის კანში ტოქსინების მოხვედრას, იცავს ფორებს და კანის უჯრედებს.

    ამ პროდუქტს აქვს სკრაბის, დასაბანი გელისა და ნიღაბის ფუნქცია:

    • სახის დასაბანად 1 ჩაის კოვზი პუდრი გახსენით 1 ჩაის კოვზ წყალში, მიღებული მასა ნაზად შეიზილეთ სახეზე და ჩამოიბანეთ.
    • სკრაბის ეფექტისთვის, სახეზე დატანილი მასა გაიჩერეთ 1 წუთით და შემდეგ წრიული მოძრაობებით მოიშორეთ სახიდან.
    • იმისათვის, რომ ნიღაბი მოამზადოთ, პუდრი შეურიეთ იოგურტს და თაფლს. დაიტანეთ სახეზე, გაიჩერეთ 5 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ. შედეგით გაოცებული დარჩებით.

    როგორც აღმოჩნდა, ამ ბრენდს სახის ზეთების საკმაოდ მრავალფეროვანი ასორტიმენტი აქვს. შევეცდებით, მომავალში მათზეც მოგაწოდოთ ინფორმაცია.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი