ქალაქები, რომლებიც ზამთარში აუცილებლად უნდა მოინახულოთ

    ხშირად ამბობენ თითქოს მოგზაურობა თბილ ამინდებში უფრო სასიამოვნოა, მაგრამ ერთი წუთით წარმოიდგინეთ თავი ძველი, თოვლიანი ქალაქის პატარა, მყუდრო ბარში… ხელში გემრიელი სასმელით, მეგობრებთან ან საყვარელ ადამიანთან ერთად. შეიძლება იყოს რაიმე ამაზე უკეთესი?

    ასე რომ, თამამად დაგეგმეთ მოგზაურობა წლის ყველაზე ცივ პერიოდში და მოემზადეთ დაუვიწყარი წუთებისთვის.

    ედინბურგი

    ეს არის მწერლების საყვარელი ადგილი. ერთ დროს, სწორედ ეს ადგილი გახდა ჯოან როულინგის, ჯეიმს ბარის და რობერტ ლუის სტივენსონის შთაგონება. ჩაიცვით თბილად და გაუყევით ძველი ქალაქის ლაბირინთებს. ვინ იცის, იქნებ ჰაგისის, ემრიელი ვისკის და კარაქში შემწვალი “ბატონების” სამშობლოში თქვენში ნამდვილმა მწერალმა გაიღვიძოს.

    სტოკჰოლმი

    დიზაინის მსოფლიო დედაქალაქის მაცხოვრებლები სკანდინავიის დანარჩენი მოსახლეობისგან განსაკუთრებული კეთილგანწყობით და სტუმართმოყვარეობით გამოირჩევიან. სტოქჰოლმში ზამთრის ყველაზე ცივ დღეებშიც კი ყველაზე თბილად დაგხვდებიან. შუა საუკუნეების ქუჩები, ულამაზესი პარკები და გრანდიოზული სამეფო სასახლეები საოცარ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე. ეს არის ქალაქი, სადაც დაუსრულებლად გინდა იარო და აღმოაჩინო ულამაზესი ადგილები, რომლებიც ნამდვილ ზღაპარს ჰგავს. დეკემბერი-თებერვალი – ეს ის პერიოდია, როდესაც სტოკჰოლმში მოგზაურობა უნდა დაგეგმოთ და დატკბეთ ზღაპრულად დათოვლილი ქალაქით.

    რეიკიავიკი

    ქალაქი მსოფლიოს უკიდურეს ჩრდილოეთში – ეს რეიკიავიკია. სახელგანთქმული თავისი ვულკანებითა და გრეიზერებით. საინტერესო და თავგადასავლებით სავსე მოგზაურობას თუ ეძებთ, აქ უნდა წახვიდეთ. აუცილებლად უნდა მოინახულოთ ცნობილი ლუთერანული ტაძარი Hallgrimskirkja. ის 41 წლის განმავლობაში შენდებოდა და ახლა მთელი ისლანდიის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და პოპულარული ღირსშესანიშნაობაა. შეგიძლიათ მოინახულოთ The Settlement Exhibition – გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილია არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი უძველესი არტეფაქტები, მათ შორის ვიკინგების ნივთები. ასევე, შესაძლებლობა გექნებათ დატკბეთ თერმული წყლის აბაზანებით. ყველაზე ცივი თქვე აქ იანვარია.

    ჩიკაგო

    იანვარი და თებერვალი “ქარების ქალაქში” ყველაზე ცივია. თუმცა, როგორც წესი, ეს ხელს არავის უშლის გართობაში და დასვენებაში. შეგიძლიათ იციგურაოთ “მილენიუმ პარკში” და საყიდლებზე გაისეირნოთ მიჩიგან ავენიუზე, რომელიც შოპინგის მოყვარულების საყვარელი ადგილია.

    კვებეკი

    კვებეკი კეიპ დაიმონდის ციცაბო კლდეზეა აშენებული და ითარგმნება როგორც “ალმასის კლიფი.” ვერ სეგპირდებით, რომ ამ ქალაქში ძვირფას ქვებს იპოვით, მაგრამ მთავარი ძვირფასეულობა, რასაც აუცილებლად ნახავთ თავად ქალაქია. კვებეკის ისტორიული ცენტრი, ძველი ევროპული ქალაქის მომაჯადოვებელი ხიბლით, წელიწადის ნებისმიერ დროს ლამაზია, თუმცა ზამთარში გამორჩეულად თვალწარმტაცი. აუცილებლად გაისეირნეთ ბარებისა და ბისტროების ქუჩაზე Petit Champlain. სადაც არ უნდა შეხვიდეთ ძალიან გულუხვად გაგიმასპინძლდებიან სასუსნავებით, კარგი სასმელითა და გემრიელი კერძებით.

    საპორო

    საპორო იაპონიაში მდებარეობს და აქ მთავარი ღირსშესანიშნაობა შოპინგი და ზღვის პროდუქტები გახლავთ. თებერვალში აქ თოვლის ყოველწლიური ფესტივალი იმართება, რომელიც ძალიან პოპულარულია როგორც ტურისტებში, ისე ადგილობრივებს შორის. თოვლის გარეშე საპოროში ზამთარი ფაქტობრივად არ არსებობს. ასე რომ, მოიმარაგეთ თბილი ტანსაცმელი და ხელთათმანები.

     

     

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი