ქეით მიდლტონი “ხსოვნის დღეს” დაესწრო

    დიდ ბრიტანეთში COVID-19-ის პანდემიის მიუხედავად, სამეფო ოჯახმა პირველ და მეორე მსოფლიო ომში დაღუბულ სამხედრო მოსამსახურეებს პატივი მიაგო. ლოქდაუნის მიუხედავად, ღონისძიებაზ ქეით მიდლტონიც გამოცხადდა. ქეითს ალექსანდრ მაკქუინის შავი პალტო, ფილიპ ტრისის ელეგანტური ქუდი და ელისაბედ II-ის ბრილიანტისა და მარგალიტის საყურეები ამშვენებდა.

    კამილა (ჩარლზის მეუღლე) და კეიტი COVID-19-ის რეგულაციების დაცვით, ერთმანეთისგან დაშორებულები იდგნენ. დედოფალი ელისაბედი წირვას აივნიდან ადევნებდა თვალყურს, მონარქმა ამ მნიშვნელოვანი შემთხვევისთვის მთლიანად შავი სამოსი მოირგო.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი