ქეთი სამადაშვილი ვარიკოზული დაავადების პროფილაქტიკისა და მკურნალობის შესახებ

    განვითარებული ქვეყნების მოსახლეობის 60 პროცენტს ვენური სისტემის ესა თუ ის დაავადება აწუხებს, რაც ცხოვრების უმოძრაო წესმა განაპირობა. ეს პრობლემა განსაკუთრებით თვალსაჩინოა ქალბტონებში და თან უკვე 30 წლიდან. ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრის ექიმი, ანგიოლოგი ქეთი სამადაშვილი მოგვიყვება, თუ როგორ ხდება ამ პრობლემის მკურნალობა და პროფილაქტიკა.

    ქეთი სამადაშვილი: ქრონიკული ვენური დაავადების განვითარების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია მისი პრევენცია: ცხოვრების წესის შეცვლა, ფეხით სიარული და მოძრაობა. პროფილაქტიკის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ვენოაქტიური პრეპარატების, კერძოდ ვარიქსინალის გამოყენება, რომელიც გამოირჩევა ბუნებრივი შემადგენელი კომპონენტების მაღალი ხარისხითა და საუკეთესო კომბინაციით, რომელთა თერაპიული ეფექტი დადასტურებულია ევროპის ქვეყნებში. იგი ახდენს სიმპტომების სწრაფ კუპირებას და ამავე დროს, გააჩნია სამკურნალო ეფექტი და ხანგრძლივი შედეგი. ვარიქსინალი სწრაფად ხსნის ქვედა კიდურების შეშუპებას, ტკივილს, სიმძიმის, ქავილისა და წვის შეგრძნებას. მისი ეფექტი ძლიერდება კომპრესიულ ტრიკოტაჟთან კომბინაციისას.
    ჩვენთვის ცნობილია რომ ვარიქსინალი ახალი ბრენდია, რა უპირატესობა აქვს ფარმაცევტულ ბაზარზე დღეს უხვად წარმოდგენილ ანალოგებთან შედარებით?
    ვარიქსინალის ეფექტიანობის საიდუმლო მის შემადგენლობაშია. იგი ბუნებრივ კომპონენტებზე დამზადებული სამკურნალო საშუალებაა. ჩვენს ბაზარზე, წლების განმავლობაში არსებული სხვა პრეპარატისგან განსხავავებით, მას არ ახასიათებს ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა: კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება, დიარეა, დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, კუჭის ტკვილი და ალერგიული რეაქციები.
    ვარიქსინალსა და მის შემადგენელ კომპონენტებზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით, დიდ ბრიტანეთსა და ავსტრიაში ჩატარებული კვლევებით, პრეპარატის უსაფრთხოება და ქრონიკული ვენური დაავადების ნებისმიერი სტადიის მკურნალობის ეფექტიანობა მეცნიერულადაა დასაბუთებული. იგი აფერხებს დაავადების გამწვავების პროცესს, აჩქარებს ვენური წყლულების შეხორცებას. სხვა პრეპარატებისგან განსხვავებით ვარიქსინალი ახდენს არა მარტო სიმპტომების კუპირებას, არამედ აქვს სამკურნალო ეფექტი

    როგორ და რა ხანგრძლივობით უნდა მივიღოთ ვარიქსინალი?
    ვარიქსინალი ინიშნება დღეში მხოლოდ ერთი აბი, სადილის შემდეგ. იგი არ საჭიროებს ხანგრძლივ მიღებას, რადგანაც პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების კომბინაცია გვაძლევს სწრაფ და ხანგრძლივ შედეგს. აღსანიშნავია, რომ ვარიქსინალი აქტიურად გამოიყენება ვენებზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგაც. შესაძლოა, ამოკვეთილი ვენების გასწვრივ გაჩნდეს სისხლჩაქცევები, კანქვეშა შემაგრებები, ოპერაციის შემდეგ ქვედა კიდური შეშუპდეს და ტკივილმა იჩინოს თავი, რაც რამდენიმე კვირას ან თვეს გრძელდება. ქრონიკული ვენური დაავადება პროგრესირებადი პროცესია და როგორც წესი, არ არის მხოლოდ ერთი კიდურის პრობლემა. ამიტომ, ოპერაციის შემდეგ, მეორე კიდურზე დაავადების პროგრესირების თავიდან ასაცილებლად და რეაბილიტაციის მიზნით ვიყენებთ ვარიქსინალს, როგორც ვენოტონურ, აღმდგენ, დამცავ საშუალებას, რომელიც აფერხებს სისხლძარღვის კედლის რღვევას და ხელს უშლის პროტეოგლიკანის დაშლას.
    ვარიქსინალი ინოვაციურიი, ევროპული ხარისხის, ბუნებრივ, უსაფრთხო კომპონენტებზე დამზადებული საშუალებაა. ეფექტიანად, სწრაფად ხსნის ქრონიკული ვენური უკმარისობით გამოწვეულ პრობლემებს და ხანგრძლივად გვავიწყებს ამ მდგომარეობით გამოწვეულ დისკომფორტს:
    ვარიქსინალი არის თანამედროვე მიდგომა ვარიკოზული დაავადების პრევენციასა და მკურნალობაში;
    • სწრაფად ხსნის ქვედა კიდურების შეშუპებას, ტკივილს, სიმძიმის, ქავილისა და წვის შეგრძნებას;
    • რეკომენდებულია ქრონიკული ვენური დაავადების ნებისმიერ სტადიაზე. აჩქარებს ვენური წყლულების შეხორცებას;
    • უსაფრთხოების მაღალი დონე, გვერდითი მოვლენების გარეშე;
    • ევოპული ხარისხი და ნაცადი კომპონენტების კომბინაცია, დადასტურეებული ევროპის ქვეყნებში.


    მწარმოებელი: ჩეხეთი, ვალმარკი.
    აფთიაქიდან გაიცემა ურეცეპტოდ. საკვები დანამატი.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი