ქოქოსის ზეთი და კარაქი – სილამაზის ჯადოსნური ინგრედიენტი

    გაგიკვირდებათ, მაგრამ ცხოვრების განმავლობაში, ქოქოსის კარაქი ან ზეთი, სავარაუდოდ, უკვე ბევრჯერ გაქვთ გამოყენებული როგორც კოსმეტიკური საშუალება. ამის მიზეზი კი ის ჯადოსნური და ბევრისთვის უცნობის თვისებებია, რომელიც ამ პროდუქტს გააჩნია.

    იმის გამო, რომ ქოქოსს გააჩნია მადისაღმძვრელი სუნი და აქვს ინტენსიური დატენიანების თვისებები, მას აქტიურად გამოიყენებენ კოსმეტიკურ საშუალებებში, როგორიც არის ტუჩსაცხი, ტანის ლოსიონი და ა.შ. შევეცდებით, ჩამოგითვალოთ რამდენიმე მიმართულება და ხრიკი – რა შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ ქოსოსის ზეთი თუ კარაქი სახლის პირობებში.

    ქოქოსი კანისთვის

    ქოქოსის ზეთი შეგიძლიათ თავისუფლად გამოიყენოთ როგორც სახის, ასევე ტანის ინტენსიური დატენიანებისთვის. იგი განტვირთვის წუთებშიც ძალიან ეფექტიანია – მაგალითად წყლით ავსებულ აბაზანაში ზეთის დამატებით, კანი კიდევ უფრო მეტად ტენიანდება და ამასთან ერთად სასიამოვნო სურნელსაც იძენს. გაგიკვირდებათ, მაგრამ მისი გამოყენება პარსვის დროსაც არის  შეიძლებელი,  ზეთი აადვილებს პარსვის პროცესს და ამავდროულად, ატენიანებს კანს, ხდის მას გაცილებით უფრო გლუვს და გიცავთ გაღიზიანებას.

    მასში შემავალი ანტიოქსიდანტები ხელს უშლის დაბერების პროცესს და კანს მეტ სირბილეს და ჯანსაღ იერს ანიჭებს.

    ქოქოსი სახისთვის

    ქოქოსის ზეთის გამოყენება შეიძლება კოსმეტიკურ საშუალებადაც, მაგალითად ჰაილაითერად – მაკიაჟის გაკეთების შემდეგ, იმისთვის, რომ სახეს ბუნებრივი მბზინვარება ჰქონდეს, ყვრიმალებზე (შემაღლებულ ადგილას) მსუბუქად გადაისვით ქოქოსის ზეთი.

    რაც მთავარია, ქოქოსის ცხიმი ბუნებრივი საშუალებაა, რომელიც ძალიან მარტივად მოგაშორებთ დეკორატიულ კოსმეტიკას, წყალგამძლესაც კი.

    ქოქოსი თმისთვის

    გამოიყენეთ ქოქოსის ზეთი კონდიციონერის ნაცვლად. დაიტანეთ სველ თმაზე და გაიჩერეთ ერთი საათის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ. თმა გახდება უფრო დამყოლი და შეიძენს გაცილებით უფრო ჯანსაღ იერს ვიდრე მანამდე.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი