ქრონიკული ვენური უკმარისობის გამომწვევი მიზეზები და პრევენციის გზები

    COVID-19 პანდემიის პირობებში ძალიან ბევრ ადამიანს მოუწია სახლში ყოფნა, რამაც დიდი გავლენა მოახდინა მათ ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ბევრს გაუჭირდა შეცვლილ რეალობასთან შეგუება, ცხოვრების წესის ამ რეალობაზე მორგება და შეცვლა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ექიმი-ენდოკრინოლოგი, ქალბატონი მაია ხუბუა კარანტინის პერიოდში შემცირებულ ფიზიკურ აქტივობას, წონის მომატებასა და არაჯანსაღ ცხოვრებას ქრონიკულ ვენურ უკმარისობასთან მიმართებაში განიხილავს და ვენური დაავადებების პრევენციისთვის საინტერესო რეკომენდაციებს გვაძლევს:

    მაია ხუბუა: COVID-19 პანდემიის პირობებში ადამიანები უფრო მეტ დროს ატარებენ მჯდომარე და წოლით მდგომარეობაში, რასაც, არც თუ ისე იშვიათად, თან სდევს საკვების ჭარბი მოხმარებაც, რაც ბუნებრივია, წონის მატებას იწვევს. მომატებული კილოგრამები, თავის მხრივ, ხელს უწყობს ჭარბ წონასთან ასოცირებული დაავადებების განვითარებას და უკვე არსებული დაავადებების მიმდინარეობის გაუარესებას (ასეთ მდგომარეობებს განეკუთვნება მაგალითად: მეტაბოლური სინდრომი, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, არტერიული ჰიპერტენზია, ქრონიკული ვენური უკმარისობა და ა.შ.).

    ქრონიკული ვენური უკმარისობისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია: დღის ბოლოს ფეხების შეშუპება, ხანგრძლივად ფეხზე დგომის ან ჯდომის შემდეგ სიმძიმის, წვის შეგრძნება, შეიძლება აღინიშნებოდეს ტკივილი წვივის მიდამოში, სიმხურვალის შეგრძნება, ღამის საათებში კანჭის კუნთების კრუნჩხვები; ქვედა კიდურებზე ჩნდება წვრილი,  მოლურჯო-მოწითალო ფერის სისხლძარღვოვანი ”ვარსკვლავები,” ფართოვდება კანქვეშა ვენები. ეს სიმპტომები მიანიშნებს  სისხლის ვენური შეგუბებაზე (ვენებში სისხლის უკუდინების (რეფლუქსის), ვენების შევიწროების ან ვენების გაუვალობის შედეგად).

    ქრონიკული ვენური უკმარისობის განვითარების რისკ ფაქტორებია: ასაკი, მდედრობითი სქესი, ვენების კედლების და სარქველების სტრუქტურის გენეტიკურად განპირობებული სისუსტე, ორსულობა, დიდხანს ჯდომა ან ფეხზე დგომა, სიმსუქნე. არის მოსაზრება, რომ ჰიპოთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ნაკლოვანება) ქრონიკული ვენური უკმარისობის განვითარების ერთ-ერთი რისკ ფაქტორია. ამ საკითხის უფრო ღრმად შესასწავლად და დასასაბუთებლად მიმდინარეობს კვლევები.

    დღეისათვის, COVID-19 პანდემიის პირობებში ფიზიკური აქტივობის შემცირებას და წონის მატებას ქრონიკული ვენური უკმარისობის გამოვლენის კიდევ ერთი რისკის ფაქტორი დაემატა – ტემპერატურის მომატება.

    COVID-19 პანდემიის პირობებში მყოფი ადამიანებისთვის (უკვე დადასტურებული ქრონიკული დაავადებების არსებობა/არარსებობის მიუხედავად) განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  ზოგადი რეკომენდაციები:

    • რეგულარული ფიზიკური აქტივობა – აქვეითებს არტერიულ წნევას, ხელს უწყობს წონის კონტოლს, აქვეითებს გულ-სისხლძარღვთა, ინსულტის, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის, სიმსივნეების განვითარების რისკს; აძლიერებს კუნთებს, აუმჯობესებს ბალანსს, მოქნილობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ძვალ-სახსროვანი სისტემისთვის, განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში დაცემის და ტრავმების თავიდან აცილებისთვის; აუმჯობესებს ფსიქიურ ჯანმრთელობას – ამცირებს დეპრესიის, კოგნიტიური ფუნქციების გაუარესების რისკს.
    • ჯანსაღი კვება – საკვების და სასმელის სახით მიღებული ნივთიერებები პირდაპირ ზემოქმედებენ ინფექციების წინააღმდეგ ჩვენი ორგანიზმის ბრძოლის უნარზე, აგრეთვე დაავადების შემდეგ აღდგენის პროცესზე. ჯანსაღი კვება ძალიან მნიშვნელოვანია იმუნური სისტემისთვის. დაბალანსებული კვება ამცირებს სისმსუქნის, გულ-სისხლძარღვთა, დიაბეტის, სიმსივნის განვითარების რისკს.

    კონკრეტულად ქრონიკული ვენური უკმარისობის მკურნალობის და პროფილაქტიკის სპეციფიური რეკომენდაციებია:

    • ქვედა კიდურების გადახურების, დიდხანს ფეხზე დგომის და ჯდომის თავიდან არიდება
    • სამუშაო ადგილის ერგონომიულობა
    • ხანგრძლივად მჯდომარე ადამიანებისთვის შემუშავებული კიდურების აქტიური ვარჯიშების შესრულება
    • ხშირი დასვენება ქვედა კიდურების გულის დონეზე მაღლა განთავსებით
    • კომპრესიული თერაპია: კომპრესიული ბანდების და წინდების გამოყენება (შეირჩევა ინდივიდუალურად, კვალიფიციური პერსონალის მიერ)
    • ფარმაკოლოგიური თერაპია: გამოიყენება მცენარეული ნედლეულიდან ან სინთეზურად მიღებული პრეპარატები, რომლებიც აუმჯობესებენ ცხოვრების ხარისხს და ამცირებენ ჩივილებს

    ჩემს სამედიცინო პრაქტიკაში, ქვდ-ის შემაწუხებელი სიმპტომებისა და დაავადების
    გამწვავების კუპირებისთვის ვირჩევ ევროპულ, უსაფრთხო, კლინიკური კვლევებით
    დადასტურებულ მაღალი თერაპიული ეფექტინობისა და უსაფრთხოების მქონე ბრენდს –
    „ვარიქსინალს“, რომელიც მოცემულია ორი ფორმით: „ვარიქსინალი აბი“ და „ვარიქსინალი
    გელი“. იგი წარმოადგენს ექვსი მნიშვნელოვანი კომპონენტის კომბინაციას, რომელთა
    კომპლექსური ურთიერთქმედებით მიიღწევა ვენოტონური და ანგიოპროტექტორული
    მოქმედება, რის გამოც იგი ზემოქმედებს ქრონიკული ვენური დაავადების ყველა არსებულ
    პათოლოგიურ კერაზე. „ვარიქსინალი“ კომპლექსურად ხელს უწყობს ქრონიკული ვენური
    უკმარისობით გამოწვეული შემაწუხებელი სიმპტომების სწრაფ და გრძელვადიან
    კუპირებას. ამოავდროულად, ასტიმულირებს კოლაგენის, ელასტინის და
    მუკოპოლისაქარიდების სინთეზს და აუმჯობესებს სისხლძარღვის კედლის სტრუქტურას;
    იცავს კაპილარული ქსელის, სისხლძარღვოვანი დაზიანებებისა და ტროფიკული
    წყლულების განვითარებისაგან.

    რა კონკრეტული რეკომენდაციები შეიძლება მივცეთ ადამიანებს COVID-19 პანდემიის დროს ქრონიკული დაავადებების და მათ შორის, ქრონიკული ვენური უკმარისობის პროფილაქტიკისათვის?

    • დააბალანსონ კვება
    • სახლის პირობებში რეგულარულად შეასრულონ ფიზიკური ვარჯიშები
    • აკონტროლონ წონა
    • მოახდინონ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ნორმალიზაცია
    • დღის განმავობაში ხშირად აწიონ ქვედა კიდურები გულის დონზე მაღლა
    • საჭიროების შემთხვევაში იხმარონ კომპრესიული ტრიკოტაჟი
    • ქვედა კიდურებში განვითარებული შემაწუხებელი სიმპტომების კუპირებისთვის, შეუძლიათ გამოიყენონ უსაფრთხო და ეფექტიანი ბრენდი “ვარიქსინალი”

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი