Queen Bey-ს და მეგან მარკლის შეხვედრა “მეფე ლომის” პრემიერაზე

    14 ივლისს მეგან მარკლი და პრინცი ჰარი “მეფე ლომის” ლონდონურ პრემიერას დაესწრნენ. მიუხედავად იმისა, რომ სასექსის ჰერცოგინიამ ბავშვი ახლახანს გააჩინა, არაჩვეულებრივ ფორმაშია. მას Jason Wu-ს ულამაზესი შავი კაბა (2.450 $) ეცვა და გუჩის ქლათჩი (2.390$) ეკავა.

    პრემიერაზე ის ბიონსეს და ჯეიზის შეხვდა. მეგანი და ბიონსე ერთმანეთს ძალიან თბილად გადაეხვივნენ. უცხოური გამოცემების ინფორმაციით, მისალმებისას ბიონსემ მეგანს ასე მიმართა: “ჩემო პრინცესა.” ეს იყო ყველაზე თბილი მიმართვა და დიდი კომლიმენტი, რომელიც Queen Bey-მ სასექსის ჰერცოგინიას მიმართ გამოხატა. მან პატარა არჩიც მოიკითხა და დასძინა: “პატარა ძალიან საყვარელია… გვიყვარხართ.”

    შეგახსენებთ, რომ ბიონსე “მეფე ლომში” ნალას პერსონაჟს ახმოვანებს.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი