რა არის ჰიმალაის მარილი და რა სარგებელი მოაქვს ორგანიზმისთვის?

    ვარდისფერი ჰიმალაის მარილი შემადგენლობით ჩვეულებრივი, სუფრია მარილის მსგავსია. იგი 98% ნატრიუმის ქლორიდს შეიცავს. მის შემადგენლობაში შედის ასევე მინერალები, როგორიცაა კალიუმი, მაგნიუმი და კალციუმი, ასევე 81 ბუნებრივი მინერალი. სწორედ ეს აძლევს მარილს ვარდისფერ შეფერილობას.

    როგორ გამოვიყენოთ?

    ტრადიციული მარილის მსგავსად, იგი საკვებად გამოიყენება (მათ შორის კერძების გასაფორმებლად). გარდა ამისა, ჰიმალაის მარილის აბაზანა ძალიან სასარგებლოა. შეგიძლიათ მისგან დამზადებული დეკორატოული/სურნელივანი სანთლებიც შეიძინოთ, რათა ეგზოტიკური, მყუდრო გარემო შექმნათ.

    არსებობს რიგი მიზეზები, რის გამოც ნამდვილად ღირს ჰიმალაის ვარდისფერი მარილის გამოყენება:

    • იგი ორგანიზმში სითხის ბალანსს ინარჩუნებს და თავიდან აგაცილებთ დეჰიდრატაციას
    • აწესრიგებს ნერვულ სისტემას და ტვინს უგზავნის იმპულსებს
    • აგაცილებთ დაბალ არტერიულ წნევას
    • ხელს უწყობს ძვლების სიმტკიცეს, ტონუსში მოჰყავს კუნთები
    • ამცირებს ინფექციის რისკს და კლავს ბაქტერიებს
    • კვლევით დადგინა, რომ დადებითად მოქმედებს დეპრესიის წინააღმდეგ
    • ანელებს დაბერების პროცესს
    • არეგულირებს ძილს
    • ხელს უშლის ასთმის განვითარებას
    • აძლიერებს იმუნიტეტს

    ჰიმალაის მარილი ძალიან კარგია სწორი კვების/დიეტის დროს, რადგან ჩვეულებრივი მარილისგან განსხვავებით, ორგანიზმს მხოლოდ კარგი მინერალებით აჯერებს და ხელს არ უწყობს არასასურველი ნივთიერებების ორგანიზმში დაგროვებას. რაც მთავარია, გემო იგივე აქვს, რაც ჩვეულებრივ მარილს. ასე რომ, შეგიძლიათ თამამად გამოიყენოთ კულინარიაში.

    ავტორი: მაკა ქოჩლაძე

     

     

    3 კომენტარები

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი