რა არის კოლაგენი და როგორ დავეხმაროთ ორგანიზმს მის გამომუშავებაში

    ნუტრიკოსმეტიკამ ერთგვარი გადატრიალება მოახდინა თავის მოვლის სფეროში და დაამტკიცა, რომ სილამაზეზე ზრუნვა მართლაც ჯანმრთელობაზე ზრუნვით იწყება და რომ სხვადასხვა პროცედურებთან ერთად, აუცილებელია მივეხმაროთ ორგანიზმს შიგნიდან.

    ხშირად მოვუწოდებთ ჩვენს მომხმარებლებს, რომ გაიმდიდრონ ორგანიზმი საჭირო ნივთიერებებით, მათ შორის კოლაგენით. ეს უკანასკნელი “ვიადერმის” შემადგენლობაში შემავალი ერთ-ერთი ჯადოსნური ნივთიერებაა, რომელიც მკვრივი, ახალგაზრდა და იდეალური კანის საიდუმლოს წარმოადგენს. ჯადოსნური იმიტომ, რომ აკეთებს იმას, რაც აქამდე ყველასთვის წარმოუდგენელი იყო.

    ბოლო პერიოდში უამრავი მოსაზრება გაჩნდა როგორც კოლაგენზე, ისე მისი მიღების წესსა და ფორმაზე. ამიტომ გადავწვიტეთ, დაწვრილებით მოგიყვეთ, თუ რა არის კოლაგენი, როგორ დავეხმაროთ ორგანიზმს მის გამომუშავებაში და როგორ შევინარჩუნოთ იგი:

    1. კოლაგენი მნიშვნელოვანი პროტეინია, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი თმის, ფრჩხილების, კანის, მყესების, ძვლებისა და სახსრების სტრუქტურის ფორმირებას. ის შედგება ამინომჟავების, გლიცინის, პროლაინის, ჰიდროქსიპროლონისა და არგინინისგან და შეადგენს ჩვენი სხეულის პროტეინების დაახლოებით 30% -ს.
    2. კოლაგენი კანს აძლევს ძალას და ელასტიურობას, რაც უზრუნველყოფს მეტ სიმკვრივეს, ახალგაზრდულ იერს და ნაკლებს ნაოჭებს. გარდა ამისა, კოლაგენს აქვს შემაკავშირებელი ფუნქცია მყესებსა და ძვალ-სახსროვან სისტემაში. იგი ასევე წარმოადგენს ერთგვარ დამცავ საფარველს შინაგანი ირგანოებისთვის (მაგალითად, თირკმელების შემთხვევაში).
    3. ასაკის მატებასთან ერთად, ჩვენს ორგანიზმში მცირდება კოლაგენის გამომუშავება, კანი ხდება უფრო მშრალი და იმატებს ნაოჭები და წვრილი ხაზები. არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომლებიც ანელებენ კოლაგენის წარმოქმნის პროცესს, ესენია დიდი რაოდენობით შაქრის შემცველი საკვები, მოწევა და მზის მავნე ზემოქმედება.
    4. კოლაგენს შეუძლია დააჩქაროს მეტაბოლიზმი. გლიკოლი, რომელიც აღმოჩენილია კოლაგენში, ტუმბავს შაქარს ორგანიზმის ქსოვილებში და ზრდის ენერგიის დონეს. ის ასევე აყალიბებს კუნთებს, ამიტომ კუნთები წვავენ უფრო მეტ ენერგიას, ვიდრე ცხიმს.
    5. კოლაგენის ნაკლებობამ შესაძლოა გამოიწვიოს თხელი და მტვრევადი ფრჩხილები. კოლაგენი აყალიბებს ბლოკებს ფრჩხილებსა და კბილებში. მისი დღიურ რაციონში დამატება ფრჩხილებს და კბილებს გაამაგრებს.
    6. კოლაგენის დაკარგვა 25 წლის ასაკიდან იწყება და 45 წლამდე საერთო რაოდენობის დაახლოებით 30% ვკარგავთ. მამაკაცებს, ქალებთან შედარემით უფრო მკვრივი კანი აქვთ და შესაბამისად, მათ ორგანიზმში კოლაგენის რაოდენობა უფრო მაღალია. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით კოლაგენი იკარგება მენოპაუზის შემდეგ. ქალბატონების კანი ზოგჯერ უფრო ცუდად გამოიყურება, ვიდრე მათი ასაკის მამაკაცების კანი. ასე რომ, ქალბატონებმა გაცილებით ადრე უნდა დაიწყონ საკუთარ კანზე ზრუვა.
    7. ხშირად ამბობენ, რომ კოლაგენის შემცველი კრემები უზრუნველყოფენ კანის სიმკვრივეს და ხელს უშლიან ნაოჭების წარმოქმნას, თუმცა ეს ასე არ არის. კოლაგენის მოლეკულა საკმაოდ დიდია იმისათვის, რომ გადალახოს ბარიერები და კანის ღრმა შრეებში შეაღწიოს. ასეთ კრემებს მხოლოდ დამატენიანებელი ეფექტი შეიძლება ჰქონდეთ.
    8. აღარავინ დავობს იმაზე, რომ პეროლალურად მისაღები დანამატების სახით კოლაგენი ძალზედ ეფექტიანია. აშშ-ში ჩატარებული კვლევის შედეგად (რომელშიც 45-65 წლის 115 ქალბატონი იყო ჩართული) დადგინდა, რომ 8 კვირის განმავლობაში კოლაგენის პეროლალურად მიღებისას კვლევის მონაწილე ქალბატონებს ნაოჭები 20 %-ით შეუმცირდათ. ეს ნივთიერება კუჭიდან პირდაპირ კანში არ ხვდება, თუმცა უზრუნველყოფს ამინომჟავებით ორგანიზმის ადექვატურ მომარაგებას, რასაც სხეული იყენებს კოლაგენის შესაქმნელად.
    9. კოლაგენი არის ცილა, რომელიც მონელების დროს, კუჭში იქცევა პატარა მოლეკულებად, როგორიცაა პეპტიდები და შემდგომ ამინომჟავები. ისინი იოლად ხვდებიან სისხლში, აღწევენ კანში, უკეთესობისკენ ცვლიან მის სტრუქტურას და აუმჯობესებენ კანის ფუნქციას.
    10. იმისათვის, რომ იდეალური შედეგი მიიღოთ, აუცილებელია მოწესრიგებული ძილის რეჟიმი და სწორი კვება – ანტიოქსიდანტებით, ვიტამინებითა და მინერალებით გამდიდრებული საკვები, რომელიც მოიცავს თევზის ცხიმს, ხილს, თხილს და ზეითუნის ზეთს. გარდა ამისა, კოლაგენის გამომუშავებას ხელს უწყობს ვიტამინი C-ს მიღებაც. არ დაგავიწყდეთ, რომ ყველაზე კარგ შედეგს მოგცემთ კომპლექსური მიდგომა. იცხოვრეთ ჯანსაღად, გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები რაციონთან დაკავშირებით, ჩაიტარეთ ვიადერმის კურსი და მიეხმარეთ ორგანიზმს კოლაგენის გამომუშავებაში.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი