წვეულებებისთვის შემოდგომა ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. თბილი ამინდები საშუალებას გვაძლევს ჩავიცვათ ის, რაც მოგწონს და თამამად გამოვაჩინოთ ჩვენი გარუჯული სხეულიც. თუმცა, გვიან შემოდგომაზე ნელ-ნელა ნამზეურიც ქრება და ტემპერატურაც ეცემა. ვდგებით პრობლემის წინაშე – რა ჩავიცვათ?
შედარებით გრილი ამინდისთვის კოქტეილის კაბების არჩევანი არც ისეთი პატარაა – მოლურჯო კოსტიუმები, მბზინავი კაბები… შეგვიძლია ხავერდოვანი და ნაქარგებიანი ქსოვილის კაბებიც მოვირგოთ. გთავაზობთ შემოდგომის საუკეთესო საღამოს ლუქებს.




ავტორი: რუსკა კრაწაშვილი













