რა ელით ლომებს, ქალწულებს და სასწორებს მაისის თვეში?

    სანამ გაზაფხულის ბოლო და ყველაზე თბილი თქვე დაიწყება, თვალი გადაავლეთ ჰოსორსკოპს და გაიგეთ რას გიწინასწარმეტყველებენ ვარსკვლავები:

    ლომი (23 ივლისი-22 აგვისტო) – კარგი დროა იმისათვის, რომ ძველი მეგობრები გაიხსენოთ და ურთიერთობები აღადგინოთ. იყავით აქტიური და მოირგეთ ლიდერის როლი. დაიმახსოვრეთ ოქროს წესი: სიყვარული უპირობოა, თუ გინდა რომ უყვარდე, უნდა გიყვარდეს!

    ქალწული (23 აგვისტო-22 სექტემბერი) – თავი შეიკავეთ უსარგებლო ურთიერთობებისგან. ეკონტაქტეთ მათ, ვინც ამ ეტაპზე თქვენთვის მნიშვნელოვანია. კარგი დროა მოგზაურობისთვის, გაიხალისეთ ცხოვრება ნებისმიერი საშუალებით. მიიღეთ რაც შეიძლება ბევრი სასარგებლო ინფორმაცია, გაეცით პოზიტივი და იყავის სიახლეების ძიებაში.

    სასწორი (23 სექტემბერი- 22 ოქტომბერი) – 18 მაისის შემდეგ თქვენს ცხოვრებაში ძალიან კარგი პერიოდი დადგება. მოემზადეთ ახალი გამოწვევებისა და გამოცდილებითვის. წარმოიდგინეთ, რომ ალისა ხათ საოცრებათა ქვეყნიდან. ზოგჯერ მოგიწევთ არჩევნის გაკეთება, რაც ცოტა არ იყოს გაგირთულდებათ. ამიტომ, ზოგჯერ მეგობრების რჩევაც გაითვალისწინეთ. იმოქმედეთ გონებით და არა გულით.

    ავტორი: მაკა ქოჩლაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი