რა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი თმა უკეთ გამოიყურებოდეს?

    ჩვენს გარეგნობაში მოვლილი თმა უდიდეს როლს თამაშობს. დაბიმძურებული გარემო, თმის ხშირი ღებვა და სხვადასხვა საშუალებების გამოყენება აზიანებს და ასუსტებს თმას. იმისათვის, რომ ეს ყველაფერი თავიდან ავირიდოთ და თმაც უფრო ჯანსაღად და მომხიბვლელად გამოიყურებოდეს, რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო.

    • სწორად შეარჩიეთ თმის მოვლის საშუალებები. სხვისი რეკომენდაციები შესაძლოა დაგეხმაროთ, თუმცა ბოლომდე ნურავის ენდობით, რადგან ინდივიდუალურად შერჩეული მოვლის საშუალებები ყოველთვის უფრო კარგ შედეგს გვაძლევს. ამიტომ, ცუდი არ იქნება, თუ ჯერ სპეციალისტს მიმართავთ.
    • თმა ყოველთვის დაბალ ტემპერატურაზე გაიშრეთ. დროის დეფიციტის გამო შეიძლება ცდილობთ ხოლმე, რომ ვარცხნილობის გაკეთება მოასწროთ, თუმცა დაიმახსოვრეთ, რომ ეს აუცილებლად იმოქმედებს თქვენს თმაზე, მითუმეტეს, თუ სისტემატიურად აკეთებთ ამას.
    • გამოიყენეთ დამცავი ლოსიონი. სანამ თმის გაშრობას დაიწყებთ, არ დაგავიწყდეთ დამცავი სპრეი/ლოსიონი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სადღესასწაულო ვარცხნილობას იკეთებთ. ამასთან, რაც შეიძლება ხშირად დაივარცხნეთ თმა.

    • დაიბანეთ სწორად. ხშირად, ქერტლის გაჩენა ან ცხიმიანობის მომატება არასწორად შერჩეული ტემპერატურის ბრალია. წყალი არც ძალიან გრილი უნდა იყოს და არც ძალიან ცხელი. შამპუნი ხელის ნაზი მოძრაობით უნდა შეიზილოთ და როდესაც ბოლომდე აქაფდება, ჩამოიბანოთ. უხეშად, ფრჩხილების გამოყენებით დაბანა კანს აშორებს ცხიმს, რის შედეგადაც უფრო მეტი ცხიმი გამოიყოფა.
    • შეიძინეთ სპეციალური თავის/თმის მასაჟორები. ხშირად, თმას უდიერად ვექცევით და გვავიწყდება, რომ ნაზად დავარცხნა და მასაჟი თავზეც ისეეთივე აუცილებელია, როგორც სხეულზე. მასაჟი სისხლის მიმოქცევას უწყობს ხელს და შედეგად, თმას უეთ მიეწოდება საჭირო ვიტამინები.
    • რადგან საჭირო ნივთიერებებზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება არ ვახსენოთ “ვიადერმი კომპლიტი”. ეს არის პირველი ნუტრიკოსმეტიკური ბრენდი საქართველოში, რომლის კაფსულებიც ორგანიზმს საჭირო ნივთიერებებით ამარაგებს, გამოიყენება თმის ცვენის პრევენციისთვის და თმის სტრუქტურის გასაჯანსაღებლად. ასევე, უზრუნველყოფს კანისა და ფრჩხილების სიჯანსაღეს.
    • და ბოლოს, ჯანსაღი კვება! პროტეინების მიღება ხელს უწყობს თმის ზრდას და იცავს დაზიანებისგან. ეცადეთ, ბევრი ვიტამინი მიიღოთ გარდამავალ სეზონზე. 

     

    ავტორი: მაკა ქოჩლაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი