რა გახდა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ცეცხლის გაჩენის მიზეზი?

    პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ცეცხლი გუშინ საღამოს გაჩნდა. ინტერნეტში გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ იწვის და იშლება ტაძრის სახურავი. როგორც ამბობენ, ტაძრის წინა ნაწილი ასე თუ ისე გადარჩა, თუმცა ძირითადი ნაწილი ცეცხლმა გაანადგურა. “ყველაფერი იწვის, არაფერი დარჩა და ვერაფერს აღვადგენთ” – განაცხადა ტაძრის წარმომადგენელმა, ანდრე ფინომ.

    ცეცხლის გაჩენის მიზეზი ოფიციალურად ცნობილი არ არის, თუმცა, უცხოური გამოცემების ინფორმაციით, ხანძარი მასშტაბური აღდგენითი სამუშაობის გამო, შემთხვევით გაჩნდა.

    “ვლოცულობ ფრანგი კათოლიკეებისთვის და პარიზის მოსახლეობისთვის. ისინი საშინელი ცეცხლის პირისპირ აღმოჩნდნენ, რომელმაც პარიზის ნოტრ დამის კათედრალი სრულიად გაანადგურა” – განაცხადა რომის პაპმა.

    შეგახსენებთ, რომ ტაძრის მშენებლობა XII- XIII საუკუნეებში დაიწყო და საუკუნეების განმავლობაში მისი ექსტერიერი არაერთხელ შეიცვალა და დაიხვეწა. სახელგანთქმული პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი 850 წლის განმავლობაში ამშვენებდა ქალაქს და წელიწადში 12 მილიონ ტურისტს მასპინძლობდა. საფრანგეთის მთავრობამ განაცხადა, რომ შეიქმნება სპეციალური ფონდი და შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება ტაძრის აღდგენას. გარდა ამისა, უკვე გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც აღდგენითი სამუშაოების დაფინანსების სურვილი გამოთქვეს.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი