რა იწვევს ცელულიტს და როგორ ვებრძოლოთ მას?!

    სამწუხაროდ, ცელულიტი ქალების 90 პროცენტს აწუხებს. კაცებთან შედარებით, ქალის სხეული განსხვავებულია თავისი სტრუქტურითა და მგრძნობელობით. 40 წელს ზემოთ ქალბატონებში ცელულიტის გაჩენის მაღალი რისკია. არსებობს რამდენიმე გამოსავალი იმისათვის, რომ სხეულში ცხიმის დონე შევამციროთ და თავიდან ავირიდოთ ეს პრობლემა.

    • აქტიური ცხოვრების სტილი, ჯანსაღი კვება და ორგანიზმზე ზრუნვა რომ დადებითად აისახება ჩვენს კანზე (და განწყობაზეც) სიახლე არ არის. მთავარია, ორგანიზმში ყველაფერი ზომიერად იყოს. როგორც კი ცხიმიანობა მოიმატებს, ჩნდება უსწორმასწორო კანი და დისკომფორტი. ეცადეთ, მოერიდოთ ცხიმიან, არაჯანსაღ საკვებს და დილაობით ირბინოთ, ან ფეხით იაროთ.
    • სტრესს შეუძლია დიდი გავლენა იქონიოს ჩვენს სხეულზე და ზოგ შემთხვევაში, გამოიწვიოს ცელულიტიც. სტრესი და უხასიათობა იმუნურ სისტემას აზიანებს, გროვდებატოქსინები, ეს კი უარყოფითად აისახება ორგანიზმზე, არღვევს მის ფინქციობას, ვნებს ჯანმრთელობას და მათ შორის კანსაც.
    • თამბაქოს ხშირი გამოყენება, რიგ პრობლემებთან ერთად, ცელულიტის გაჩენის რისკსაც ზრდის. ნიკოტინი ანელებს სისხლის მიმოქცევას, შესაბამისად ორგანიზმში ცხიმი ადვილად გროვდება.
    • დატვირთული გრაფიკის გამო ბევრი ვარჯიშს ვერ ახერხებს, ამიტომ კარგი იქნება დროდადრო ჩაიტაროთ მასაჟის კურსი. მასაჟი მინიმუმამდე დაიყვანს ცელულიტის გაჩენის რისკს, ხოლო თუ უკვე გაქვთ ცელულიტი, დაგეხმარებათ მის გაქრობაში.

    შეგახსენებთ, რომ მხოლოდ მასაჟით, სწორი კვებით ან მავნე ჩვევებზე უარის თქმით ცელულიტს ვერ დაშლით, საჭიროა კომპლექსური მიდგომა. სწორი კვება, ფიზიკური აქტივობა და მასაჟები ერთად შედეგის უსწრაფესად მიღებაში დაგეხმარებათ.

    აქვე ერთ კარგ რჩევას მოგცემთ: თუ მასაჟების გაკეთებას გადაწყვეტთ, თქვენი სხეული გამოცდილ, კვალიფიციურ სპეციალისტებს მიანდეთ. ჩვენი გამოცდილებით გირჩევთ Organic Lab-ს (სპეციალისტი: თამარ გუმაშვილი) და Body Care-ს (მარი მილორავა).

    წარმატებებს გისურვებთ ცელულიტთან ბრძოლაში.

    ავტორი: მაკა ქოჩლაძე

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი