რა როლი აქვს ჯანსაღ სექსუალურ ცხოვრებას ურთიერთობებში?

    ზოგჯერ, ყველაზე მოსიყვარულე წყვილის ურთიერთობაშიც კი ჩნდება გარკვეული დაბრკოლებები და ეს ურთიერთობის დანგრევის მიზეზიც კი ხდება ხოლმე. ხშირ შემთხვევაში ეს დაბრკოლება წყვილებს შორის სექსუალური შეუთავსებლობაა, რომელსაც ხშირ შემთხვევაში არ ვაღიარებთ ან თვალს ვერ ვუსწორებთ.

    მიზეზები თვალსაჩინო და ნათელია – სექსუალური განათლების ნაკლებობა და ღრმად ჩანერგილი სტერეოტიპები სექსზე (რაც ძირითადად საბჭოთა კავშირის მიმართ ჯერ კიდევ სიმპათიებით აღსავსე მშობლებმა ასწავლეს შვილებს).

    რა არის საჭირო ჯანსაღი და ბედნიერი ურთიერთობისთვის? გადავხედოთ რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას:

    ისაუბრეთ თავისუფლად

    სამწუხაროდ, ბევრია ისეთი წყვილი, რომელსაც ერთმანეთთან ერიდება სექსზე საუბარი. გახსოვდეთ, რომ თქვენ არ ხართ პირველი და უკანასკნელი ვისაც სექსუალური პრობლემა აქვს. ადამიანი კი, ვისთანაც ეს საკითხი პირველ რიგში უნდა განიხილოთ, თქვენი პარტნიორია. ისაუბრეთ მასზე ხმამაღლა.

    ნუ შეგვეშინდებათ საზოგადოების

    გარემო პირობები ის უმთავრესი რამ არის რაც აყალიბებს ადამიანის მსოფლმხედველობას, უცვლის აზრსა და შეხედულებებს. თუ თქვენ ისეთ გარემოში გაიზარდეთ სადაც სექსი ტაბუდადებული თემაა და ფიქრობთ, რომ თუ ერთ პარტნიორს დაშორდით ვეღარავის იპოვით ვინც ‘’მიგიღებთ’’ ცდებით! იყავით თავდაჯერებული, რადგან ჭორები და არაჯანსაღი კრიტიკა სწორედ ისაა, რაც პირველ რიგში უნდა დააიგნოროთ თუ გინდათ, რომ ბედნიერი იყოთ.

    სექსის დროს სასირცხვილო არაფერია

    გახსოვდეთ, რომ თქვენ ადამიანი ხართ და ისწრაფვით სრულყოფისკენ. სექსი ადამიანის ბიოლოგიურ და ემოციურ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს. თქვენსა და თქვენს პარტნიორს შორის ურთიერთობა მხოლოდ თქვენ ორს გეხებათ და თავად უნდა გადაწყვიტოთ როგორი სექსუალური ცხოვრება გინდათ. იყავით ერთმანეთთან გახსნილი, უკომპლექსო და თავისუფალი.

    სექსუალური განათლება უმნიშვნელოვანესია

    გვახსოვდეთ, რომ დიდი როლი აქვს სექსუალურ განათლებას (კონტრაცეფცია, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები და რისკები, სამედიცინო რჩევები). იყავით ცნობისმოყვარე, იკითხეთ ბევრი. ცოდნა გვეხმარება პრობლემების თავიდან აცილებასა და ჯანსაღი სექსუალური ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.

    აუცილებელია პირადი სივრცე

    ის ფაქტი, რომ ერთმანეთთან თავისუფლები და გახსნილები უნდა იყოთ, არ გამორიცხავს თქვენი პირადი სივრცის არსებობას. რაც არ უნდა თავდავიწყებით გიყვარდეთ, დაიტოვეთ რაღაც პირადული, ის რაც მუდამ მხოლოდ თქვენი იქნება და თქვენ გეცოდინებათ. ეს შესაძლებლია იყოს რაიმე ინფორმაცია ან რაიმე საქმე, რისი კეთებაც გსიამოვნებთ. ეს შეგინარჩუნებთ პიროვნულობას.

    ავტორი: თამო მათნაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი