რა უნდა იცოდნენ მშობლებმა კორონავირუსის შესახებ?

    ფარმაცევტული კომპანია „არტფარმას“ სოციალური პროექტის „Liveმედის“  ფარგლებში მშობლებს ახალ Covid-19 ვირუსზე და მისი საპრევენციო ზომების აქტუალურობაზე პედიატრი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი, ბ-ნი თემურ მიქელაძე ესაუბრა.

    ონლაინ კონსულტაციის ფარგლებში ბატონმა თემურმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცამებით პანდემია საკმაოდ აჩქარდა და ამასთანავე, გაახალგაზრდავდა. გამომდინარე იქედან, რომ Covid-19 ახალი ვირუსია, ის ჯერ არ არის სათანადოდ შესწავლილი, შესაბამისად არ გვაქვს კონკრეტული ვირუსის სამკურნალო ან საპრევენციო მედიკამენტები. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მთავარ ბერკეტად რჩება ჯანმო-სა და ეპიდემიოლოგიური სამსახურების რეკომენდაციების გათვალისწინება, რაც მოიცავს ჰიგიენური ნორმებისა და სოციალური დისტანციის რეჟიმის დაცვას.

    ნებისმიერ ვირუსთან ბრძოლის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობა. 2 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის მთავარი რეკომენდაცია ძუძუთი კვება გახლავთ, ხოლო მომდევნო ასაკში ბავშვის რაციონი გადანაწილებული უნდა იყოს: 50% ბოსტნეული, 20-30% ხილი, 20% ხორცი და სხვადასხვა ცხოველური საკვები პროდუქტები. პედიატრთა რეკომენდაციებით, არსებულ სტრესულ სიტუაციასთან გასამკლავებლად რეკომენდებულია ბავშვის 10-15 წუთით გარეთ, სუფთა ჰაერზე გაყვანა დღეში 2-ჯერ, თუმცა თუ ბავშვები გადიან გარეთ, უნდა იყვნენ აუცილებლად ზრდასრულის მეთვალყურეობის ქვეშ. ასევე, მნიშვნელოვანია რომ არსებული პანდემიური მდგომარეობის გამო არ მოხდებს ბავშვებში გეგმიური აცრების გადადება.

    ჰაერზე ყოფნისა და ჯანსაღი კვების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ბავშვის ორგანიზმში D ვიტამინის გამომუშავებაა, რომელიც უმნიშვნელოვანესი ნუტრიენტია ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის. როგორც მოგეხსნებათ კორონავირუსი და სხვა რესპირაციული ინფექციების გამომწვევი ვირუსები სწორედ სასუნთქ სისტემას აზიანებენ, ხოლო D ვიტამინი ხელს უწყობს სასუნქთი სისტემის იმუნო-ბიოლოგიური აქტივობის მატებას და იცავს ვირუსული ინფექციის განვითარებისაგან. საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციებით ახალშობილებს 2 წლამდე უწყვეტად ენიშნებათ D ვიტამინის საპრევენციო დოზა 400 სე, ხოლო მომდევნო ასაკის ბავშვებისთვის წლის განმავლობაში, სეზონურად რეკომენდებული დოზაა 400-800 სე ვიტამინი D3. ასევე, D ვიტამინის დეფიციტი დაკავშირებულია რაქიტის ნიშნების, მომატებული ოფლიანობის და სხვა დაავადებების განვითარებასთან. შესაბამისად, ნებისმიერი ასაკის ბავშვს, სისხლში D ვიტამინის დონის განსაზღვრის გარეშე შეგვიძლია მივცეთ საპრევენციო დოზა.

    „ჩემი პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე ბავშვებში D ვიტამინის დეფიციტის პრევენციისა და მკურნალობისთვის რეკომენდაციას ვუწევ ჩეხური ფარმაცევტული კომპანია „ვალმარკის“ მიერ წარმოებულ D ვიტამინს. „ვიტაფეროლი“ საქართველოში №1 სუფთა სახის D3 ვიტამინია. შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და გააჩნია თერაპიული ეფექტიანობისა და უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტი“ – ამბობს ბ-ნი თემურ მიქელაძე.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი