რა უნდა ვიცოდეთ თეთრი მეტალის ვირთხის წელიწადის შესახებ

    სულ უფრო ახლოვდება ახალი წელი, რომლის დიასახლისიც თეთრი მეტალის ვირთხა იქნება.

    2020 წელი ნაკიანი წელიწადია და აღმოსავლური კალენდრის 12 წლიან ციკლს ხსნის. დამდეგი წლის 25 იანვარს ღორის წელი ოფიციალურად დასრულდება და შემდეგი 12 თვის სადავეებს აღმოსავლური, კერძოდ კი ჩინური კულტურის წარმომადგენელი თეთრი მეტალის ვირთხა აიღებს.

    ეს არსება სწრაფი, მიზანდასახული და საკმაოდ ცბიერია. მისი სამომავლო გეგმები საჯარო არასდროს არ არის. შესაბამისად, შესაძლოა ზოგიერთისთვის 2020 წელი ძალიან რთული იყოს, ზოგისთვის კი წარმატებული.

    თეთრი ვირთხა ბუნებით ლიდერია. უყვარს პირველობა და გარშემომყოფთა დამორჩილება. დამახასიათებელი თეთრი ვიზუალი ხაზს უსვამს მის ინტელექტს. 2020 წლის თეთრ მეტალის ვირთხას ახასიათებს თეთრი, ოქროსფერი და ლურჯი ფერი. ასევე მისაღებია ნაცრისფერი. მოერიდეთ მწვანე და შავი ფერის გამოყენებას. მისი ყველაზე უიღბლო ფერები ყავისფერი და ყვითელია, იღბლიანი – ლურჯი და ოქროსფერი.

    წარმოგიდგენთ 5 რჩევას, თუ როგორ მოვიქცეთ 2020 წელს, რომ თეთრი მეტალის ვირთხის წელიწადი ჩვენთვის მომგებიანი იყოს.

    თეთრ ვირთხას უყვარს მხიარულება. საახალწლო სუფრისა და გარემოს შესაქმნელად გამოიყენეთ ღია და მხიარული ფერები. შეინარჩუნეთ მოკრძალებული სტილი. 2020 წლის მმართველს მოსწონს ყველაფერი, რაც ზომიერად ბრჭყვრიალებს, ბრწყინავს.

    ვირთხის წელიწადს  მეორე ნახევართან ერთად შეხვდით. აღმოსავლური კულტურის თანახმად, თეთრი მეტალის ვირთხას უყვარს რომანტიული, დახვეწილი გარემო და მხიარული წვეულებები, სადაც გამოავლენს საკუთარ კომუნიკაბელურობას.

    ახალი წლის ღამეს მოერიდეთ უთანხმოებებს. იმისათვის, რომ დამდეგი 2020 წელი იღბლისა და წარმატების მომტანი იყოს, მოერიდეთ ჩხუბს ოჯახის წევრებთან. ახალ წელს თუ ვირთხას უარყოფითი განწყობა დახვდება, დიდი შანსია მთელი წელი ნეგატიური გქონდეთ. ეცადეთ არ იყოთ მარტო და მოამზადოთ ბევრი გემრიელი კერძი სუფრისთვის.

    ჩაიცვით ღია ფერის, ნაცრისფერი ან თეთრი სამოსი ვირთხის გულსაბნევით. ჩინური კულტურის თანახმად, თუ სამოსზე 2020 წლის დიასახლისის გულსაბნევი გვაქვს, ახალი წელი წარმატების მომტანი იქნება და თეთრი ვირთხა პოზიტივით შემოაბიჯებს.

    უპირატესობა მიანიჭეთ კოქტეილებს და არა ალკოჰოლს. ახალი წლის სუფრაზე შამპანიური ყოველთვის იხსნება, თუმცა, 2020 წლისთვის უმჯობესი იქნება ალკოჰოლს თუ კოქტეილებით ჩაანაცვლებთ.

    ავტორი: თამო მათნაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი