რა ვიცით ბრედ პიტის მეგობარი გოგონას შესახებ?

    ანჯელინა ჯოლისთან ოთხწლიანი დაშორების შემდეგ ბრედ პიტს ახალი შეყვარებული, ნიკოლ პოტურალსკი ჰყავს. 2020 წლის აგვისტოს 27 წლის მოდელი და ოსკაროსანი მსახიობი პარიზში დააფიქსირეს.

    ყოფილ მეუღლესთან ხმაურიანი დაშორების შემდეგ, ეს მისი პირველი რომანტიული ურთიერთობაა სხვა ადამიანთან. მართალია, ბრედ პიტისა და ჯენიფერ ენისტონის შერიგების შესახებ ბევრს საუბრობდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, ისინი მხოლოდ მეგობრები არიან.

    27 წლის გერანელი მოდელი პოლონური წარმოშობისაა, რომელიც 5 ენაზე საუბრობს, უყვარს მოგზაურობა და გვანებივრებს ულამაზესი ადგილებიდან გადაღებული ფოტოებით. Nicole Poturalski თანამშრომლობს ისეთ სამოდელო სააგენტოებთან, რომლებიც მთელ მსოფლიოშია წარმოდგენილი, მათ შორის: A Management, Official Models New York და NEXT Models.

    გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიკოლი რვა წლის განმავლობაში დაქორწინებული იყო გერმანელ რესტავრატორზე Roland Mary-ზე. Page Six იუწყება, რომ მოდელის შვიდი წლის შვილის, ემილის მამა 68 წლისაა. უცნობია რამდენ ხანს იყო წყვილი ერთად, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში Nicole აქტიურად ავრცელებდა ინსტაგრამზე პოსტებს წარწერით ,,love“ და ,,better half,“ თუმცა, არ დაუკონკრეტებია ვის გულისხმობდა.

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი