რა ზიანი შეიძლება მოგვაყენოს მაკიაჟმა ვარჯიშის დროს

    თუ ერთხელ მაინც ყოფილხართ სპორტდარბაზში, აუცილებლად შეამჩნევდით გოგონებს, რომლებიც ვარჯიშის დროსაც ვერ ამბობენ უარს მაკიაჟზე. ცოტამ თუ იცის, რომ სახეზე დატანილმა დეკორატიულმა კოსმეტიკამ (ნებისმიერი დოზით) დიდი ზიანი შეიძლება მიაყენოს ჩვენს კანს.

    ოფლის გამოყოფა ორგანიზმს გადახურებისგან იცავს და სხვადასხვა არასასურველი ნივთიერების გამოდევნაში გვეხმარება. მაკიაჟი კი უბრალოდ ხელს უშლის ამ ნივთიერებების გამოყოფას. მეტიც, ტონალურის ფენის ქვეშ დაგროვილმა ოფლმა და კანის ცხიმმა შესაძლოა დაახშოს ფორები და ხელი შეუწყოს აკნეს მაპროვოცირებელი გამონაყარის განვითარებას. რაც ყველაზე ცუდია, როდესაც ეს ფორები ღია მდგომარეობაში იქნებიან, ნებისმიერი დაბინძურება (მაკიაჟი იქნება ეს თუ ქუჩის მტვერი) შიგნით მოხვდება, რაც გააუარესებს მდგომარეობას და შესაძლოა გამოიწვიოს ინფექცია.

    როდესაც კანი სათანადოდ ვერ სუნთქავს, შესაძლებელია განვითარდეს ნასიცხის გამონაყარი ან მალარია. ოფლი აუცილებლად უნდა აორთქლდეს კანის ზედაპირიდან, რაც ხელს შეუწყობს ორგანიზმის გაგრილებას და ჭუჭყის გამოდევნას. მაკიაჟი კი ამ ყველაფერს ხელს უშლის, ავითარებს გამონაყარს და იწვევს ქავილს.

    ექიმები გვირჩევენ, რომ ვარჯიშის შემდეგ კარგად დავიბანოთ სახე ან გავიწმინდოთ მიცერალური წყლით  და ბამბის ბალიშით. მიცერალური წყალი თითქმის ყველა ბრენდს აქვს და თითოეული მათგანი საქართველოში საკმაოდ ფართო ასორტიმენტით არის წარმოდგენილი. თუმცა, ამ შემთხვევაში ჩვენ გირჩევთ, რომ გამოიყენოთ EVELINE-ის პროდუქცია, რომელიც უსაფრთხო და შედარებით ხელმისაწვდომია.

    მაშ ასე, იცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრებით, ივარჯიშეთ და არ დაგავიწყდეთ, რომ ვარჯიშსაც თავისი წესები აქვს – ივარჯიშეთ მაკიაჟის გარეშე და მიეცით კანს საშუალება ისუნთქოს და შეასრულოს თავისი ფუნქცია.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი