Ralph Lauren-ის ახალი კოლექცია, რომელიც სერიალ Friends-ს ეძღვნება!

    Ralph Lauren-ის მოდის სახლმა სერიალ Friends-ის ერთ-ერთი მთავარი გმირის, რეიჩელ გრინის (ჯენიფერ ანისტონი) საფირმო ლუქებით შთაგონებული კაფსულური კოლექცია გამოუშვა. დიზაინერმა კოლექციის შექმნისას მაღაზია Bloomingdale-თან და კომპანია Warner Bros-თან ითანამშრომლა. აღასანიშნავია, რომ ჯენიფერ ანისტონის გმირი რეიჩელი სწორედ Bloomingdale-სა და Ralph Lauren-ში მუშაობდა.

    კოლექციაში ფიგურირებს ყველასათვის კარგად ნაცნობი მოკლე ქვედაბოლოები, პიჯაკები, ცხოველის პრინტის ქურთუკები და ჩექმები. ეს ყველაფერი ამერიკული 90-იანი წლების ნოსტალგიას გაგრძნობინებთ.

    კოლექცია სერიალის გადაღებიდან 25 წლისთავზე გამოვიდა.

    ავტორი: ნათია აბრამიშვილი

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი