რამდენად უსაფრთხოა სახის ერთჯერადი ნიღბები?

    სახის ერთჯერადი ნიღბები განსაკუთრებით პოპულარული ბოლო ორი წლის განმავლობაში გახდა როგორც დაღლილობის საწინააღმდეგო და საუკეთესო დამატენიანებელი საშუალება. თუმცა, ჟურნალმა ვოგმა გააჟღერა ასეთი კითხვა: “ღირს ამ რაოდენობის ნაგვის დაგროვება პრიალა სახის კანისთვის?”

    ნაგვის იმიტომ, რომ მასალა, რითიც ამ ნიღბების დიდი ნაწილი მზადდება არ არის ბიოდეგრადირებადი. გარდა ამისა, ნიღაბს იცავს სპეციალური პლასტირი (რათა არ დაკარგოს ფორმა), ინახება დახუფულ პარკში და ხშირ შემთხვევაში დევს პლასტიკატის ყუთში.

    ნიღბები ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ბიზნესია სილამაზისა და თავის მოვლის სფეროში. Statista-ს მონაცემებით, ჯერ კიდევ 2018 წელს მსოფლიოში 282.8 მილიონი დოლარის ღირებულრბის ნიღაბი გაიყიდა. რაც დრო გავა ეს ციფრი გაორმაგდება და კარგს არაფერს მოგვიტანს.

    მწარმოებლები უკვე სწავლობენ ამ საკითხს და ცდილობენ, რომ უსაფრთხო პროდუქცია შექმნან. ბოლო დროს მაღაზიების თაროებზე გამოჩნდა ისეთი ნიღბები, რომელიც მცენარეული ბოჭკოსგან მიღებული ცელულოზისგან მზადდება. ასე რომ, სანამ შევიძენთ, კარგად დავაკვირდეთ შეფუთვას და წავიკითხოთ რისგან არის დამზადებული.

    გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალურად შეფუთული ერთი ნიღბის ნაცვლად ერთ შეფუთვაში მოთავსებულ რამდენიმე ნიღაბს ვიყიდით (სველი ხელსახოცების მსგავსად შეფუთულს), მნიშვნელოვნად შევამცირებთ ზიანს გარემოზე.

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი