რას გვიწინასწარმეტყველებენ ვარსკვლავები აპრილში?

    წინ საინტერესო პერიოდი გველოდება! ვარსკვლავებს თუ დავუჯერებთ, აპრილი ახალი ურთიერთობებისა და ცხოვრებაში ძირეული ცვლილებების განხორციელების თვეა. თვალი გადაავლეთ მომავალი თვის ჰოროსკოპს, გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და დატკბით სიახლეებით.
    ვერძი  
    ვერძისთვის საუკეთესო პერიოდი იწყება, კარგი დროა სიახლეებისთვის. ნურაფრის ეგეშინდებათ, გარისკეთ, რადგან წარმატებები გელით. ფინანსური მდგომარეობა გაგიუმჯობესდებათ. დაკავდით სპორტით და იყავით აქტიური, რადგან თქვენს ორგანიზმს ენერგია სჭირდება.
    კურო 
    სიყვარული, მეტი დასვენება და განტვირთვა გჭირდებათ. ფოკუსირება მოახდინეთ თქვენს საქმიანობაზე. თუ სამსახური არ გაქვთ, თქვენ მას აუცილებლად იპოვით. დაუკავშირდით ძველ მეგობრებს და აღადგინეთ ურთიერთობები. შესაძლოა სიყვარული მოულოდნელად  გეწვიოთ.
    ტყუპები 
    დიდი შანსია, რომ აღმოაჩინოთ ახალი ადამიანები, რომლებიც დადებით გავლენას მოახდენენ თქვენს საქმიანობასა და სურვილებზე. დროა დაფიქრდეთ, რა ან ვინ არის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული თქვენს ცხოვრებაში. სამსახურში მოულოდნელი და პოზიტიური ცვლილებები გელით.
    კირჩხიბი 
    მნიშვნელოვან ადამიანებთან მოგიწევთ გარიგების დადება. სამსახური დიდ დროს და ენერგიას წაგართმევთ თუმცა, საბოლოოდ, დადებით შედეგს მიიღებთ. თუ მზად ხართ ახალი ურთიერთობისთვის, შეიძლება გაგიმართლოთ. მზად იყავით ახალი სასიყვარულო თავგადასავლისთვის.
    ლომი 
    ცვლილებები გელით, შესაძლოა მოგიწიოთ მოგზაურობაც. შანსი გაქვთ რომ გამოასწოროთ ურთიერთობები და ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. მეტი დრო გაატარეთ მეგობრების გარემოცვაში.
    ქალწული 
    შესაფერისი დროა ახალი სამსახურის ან ბიზნესის დაწყებისთვის. შემდეგი 6 თვის განმავლობაში ფინანსური მდგომარეობა გაგიუმჯობესდებათ, რადგან იღბალი თქვენს მხარეს იქნება. ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში იყავით ფრთხილი და დაკვირვებილი. შესაძლოა საყვარელი ადამიანი იპოვოთ.
    სასწორი 
    ყველაზე მნიშვნელოვანი, ამ ეტაპზე, სიყვარული და პარტნიორთან ურთიერთობაა. თუ ჯერ კიდევ მარტო ხართ, დიდი შანსია სიყვარული გეწვიოთ. გამოამჟღავნეთ თქვენი შესაძლებლობები და იყავით კრეატიულები. ფინანსების მხრივ, მომავალი 6 თვე საუკეთესო პერიოდი იქნება თქვენთვის.
    მორიელი
    ყურადღება გაამახვილეთ ჯანმრთელობაზე. კარგი იქნება გარკვეული ცვლილებები, ეს შეიძლება იყოს დიეტის დაწყება, სამსახურის შეცვლა, მავნე ჩვევების მოშორება და სხვა. ემოციური და დამღლელი პერიოდი გელოდებათ, თუმცა მალევე გაივლის. სიყვარული, ფული და ახალი ურთიერთობები გააქტიურდება აპრილში, მაისში და ივნისში.
    მშვილდოსანი 
    ეს თვე სიყვარულს და ახალ შესაძლებლობებს მოგიტანთ. ნუ აყვებით იმედგაცრუებას და შიშს. იყავით ძლიერი და ყველაფერი კარგად იქნება. შემოქმედებითად ნაყოფიერი პერიოდი გელით. სამუშაო გარემო გაგიუმჯობესდებათ. ფინანსურად ცოტა გაგიჭირდებათ, თუმცა მაისში ყველაფერი გამოსწორდება.
    თხის რქა 
    იჯახური ცხოვრების თვალსაზრისით რთული პერიოდი გელით, თუმცა დიდხანს არ გაგრძელდება. სამაგიეროდ, პოზიტიური ცვილელები გექნებათ ფინანსებში. გარდა ამისა, თქვენს ცხოვრებაში შესაძლოა ძველი ნაცნობი ან ყოფილი შეყვარებული გამოჩნდეს. თუ სხვა, ახალი ადამიანი გამოჩნდა, დეჟავუს განცდა შეიძლება დაგეუფლოთ.
    მერწყული 
    აპრილში საკმაოდ დატვირთული იქნებით სამსახურის საქმეებით. კარგი დროა ისწავლოთ რაიმე ახალი ან დაეუფლოთ ახალ პროფესიას. შეიძლება ახალი მანქანა ან კომპიუტერი შეიძინოთ. ემოციური და სენტიმენტალური გახდებით, მაგრამ სხვებს არ დაანახოთ თვქენი სისუსტე. ივლისში, ფინანსური და ქონებრივი პრობლემები მოგვარდება.
    თევზები
    საბოლოოდ გაგიუმჯობესდებათ ფინანსური მდგომარეობა. ახალი შესაძლებლობები და თავგადასავლები გელოდებათ. კარგი დროა წერისთვის და მოგზაურობისთვის. სიყვარულში იმედგაცრუება გელით. აკეთეთ ის, რაც სიამოვნებას განიჭებთ.
    ავტორი: მაკა ქოჩლაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი