მგრძნობიარე კანი მომენტალურად ირეკლავს ყველა გარემო ფაქტორს, იქნება ეს ტემპერატურული ცვლილება, ქალაქის მტვერი თუ უბრალოდ ფიზიკური გადაღლა. სულ ცოტა უყურადღებობაც კი საკმარისია იმისთვის რომ კანის ბუნებრივი ბარიერი დაირღვეს. მგრძნობიარე კანის მფლობელებისთვის ეს ყოველდღიურობაა და ამ ყველაფერს თან ერთვის კოსმეტოლოგიური პროცედურები , პილინგები ან ლაზერული ჩარევები , კანი ზედმეტად მგრძნობიარე და რეაქტიული ხდება. ერთადერთი გამოსავალი სწორი მოვლაა, რომელიც კანის სიღრმეში იმუშავებს და ფუნდამენტურად აღადგენს მას. სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ შეიქმნა რექსალაინის Derma Repair-ის ხაზი. მის ეფექტურობას სამი უმძლავრესი კომპონენტი განაპირობებს.
პირველი ეს არის რექსალაინის მთავარი ფორმულა, RX კომპლექსი. ის ჰიალურონის მჟავის რევოლუციური ვერსიაა, რომელიც 15-ჯერ უფრო ღრმად ატენიანებს კანს, ვიდრე სტანდარტული ჰიალურონის მჟავა. თუმცა როდესაც საქმე მგრძნობიარე კანს ეხება, მხოლოდ დატენიანება საკმარისი არ არის. ბიო-ამინომჟავების კომპლექსი, მომენტალურად ხსნის გაღიზიანებას, წვის შეგრძნებას და აშენებს ეპიდერმალურ ფარს, რათა ტენიანობა კანის სიღრმეში შენარჩუნდეს.

ამ ყველაფერს კი აგვირგვინებს Anti-age ტექნოლოგია. რექსალაინმა შეძლო ის, რაც ერთი შეხედვით შეუძლებელი ჩანდა – დაბერების ნიშნებთან ბრძოლა, აგრესიული ზემოქმედების გარეშე. როდესაც ეს კომპონენტები ერთიანდება, ჩვენ ვიღებთ სრულყოფილ სისტემას, სადაც ერთი ინგრედიენტი ატენიანებს, მეორე – ამშვიდებს, მესამე კი კანის ახალგაზრდობასა და ელასტიურობას იცავს. შედეგად კი ვიღებთ მეცნიერულ ფორმულას, რომლის მთავარი მოვალეობაც მგრძნობიარე კანის სრულფასოვანი მოვლა და მკურნალობაა.
როდესაც საქმე სახის კანის მოვლას ეხება, მხოლოდ დაპირება საკმარისი ნამდვილად არ არის. აქ გადამწყვეტ როლს მეცნიერული არგუმენტები და კლინიკური კვლევები თამაშობს. სწორედ ეს არის რექსალაინის უპირატესობა, ბრენდის ეფექტურობა ლაბორატორიულად დადასტურებული შედეგებით არის გამყარებული.

კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ Derma Repair-ის ხაზის გამოყენებისას კანის სიმშრალე და დისკომფორტი 100%-ით ქრება. ეს ნიშნავს იმას რომ, ყოველი მომხმარებელი გრძნობს იმ მომენტალურ შვებას, რაც რეაქტიული კანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ რექსალაინის Derma Repair–ის ხაზის გამოყენებისას კანის სიმშრალე და დისკომფორტი 100%-ით ქრება. ეს ნიშნავს იმას რომ, ყოველი მომხმარებელი გრძნობს იმ მომენტალურ შვებას, რაც რეაქტიული კანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
- REXALINE DERMA REPAIR მსუბუქი პილინგი – 28 დღის შემდგომ 67%-ით წმენდს კანს, 72% – ით აგლუვებს მას და 69%-ით აერთგვაროვნებს ტექსტურას
- REXALINE DERMA REPAIR ნიღაბი – 28 დღის შემდგომ 76%-ით აღადგენს კანს და 90%-ით ამშვიდებს მას.
- REXALINE DERMA REPAIR შრატი – 28 დღის შემდგომ 36%-ით ამცირებს სიწითლეს, 83%-ით აღადგენს კანს, 90%-ით ამშვიდებს კანს
- REXALINE DERMA REPAIR კრემი – 28 დღის შემდგომ 87%- ით აღადგენს კანს და 90%-ით ამშვიდებს მას.
- REXALINE DERMA REPAIR თვალის კრემი – 28 დღის შემდგომ 80%-ით ამცირებს შეშუპებას, 67% -ით ამცირებს სიშავეს
საბოლოოდ, უნდა გვახსოვდეს, რომ მგრძნობიარე კანი არ არის განაჩენი – ეს უბრალოდ მდგომარეობაა, რომელიც სწორ, გააზრებულ მიდგომას საჭიროებს. ჯანსაღი კანის საწინდარი ზედმეტი საშუალებებით გადატვირთვა კი არა, არამედ ერთი, მრავალფუნქციური და სანდო ფორმულის შერჩევაა. ენდეთ ჰიალურონის მჟავის ნამდვილ ექსპერტს და მიეცით თქვენს კანს უმაღლესი ხარისხის უსაფრთხოების გარანტია.












