Rexaline ბუნებრივი სილამაზის ფრანგული ელეგანტურობა

    Rexaline Hydra-Shock- 15 წუთი სახის კანის სრულ გადატვირთვამდე

    რამდენჯერ გინატრიათ, „Restart“ ღილაკი თქვენი სახის კანისთვის? აი მაგალითად მაშინ, როდესაც წინ მნიშვნელოვანი შეხვედრა გაქვთ, თქვენი კანი კი დაღლილია. პრობლემა იმაში კი არ არის, რომ კანი ასაკის მატებასთან ერთად ბერდება, პრობლემა იმაშია, რომ მას რესურსი ეწურება. უმეტესი პროდუქტი კი რასაც ყოველდღიურად მოიხმართ, ხვდებით რომ მხოლოდ დაპირებაა. ცხადია, რომ თქვენ გჭირდებათ ისეთი გამოსავალი, რომელიც მოკლე დროში მოხსნის დაბერების კვალს და დაგიბრუნებთ ელასტიურ, დატენიანებულ და სიცოცხლით სავსე კანს. და რას იფიქრებთ თუ გეტყვით რომ ამ მოკლე დროში , მე ვგულისხმობ მხოლოდ და მხოლოდ 15 წუთს? დიახ, სწორედ 15 წუთი სჭირდება რექსალაინის ჰიდრა შოკის ნიღაბს იმისათვის, რომ სახის კანს ბუნებრივი მბზინვარება, ტენიანობა და კომფორტის შეგრძნება დაუბრუნოს. სწორედ ამ კლინიკურად დადასტურებული შედეგის გამო გახდა ის მსოფლიო ბესთსელერი და ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი სილამაზის ინდუსტრიაში. გაინტერესებთ ალბათ, როგორ შეუძლია ერთ პროდუქტს, სახის კანის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლა, ასეთ მოკლე დროში უზრუნველყოს? გეტყვით რომ რექსალაინის ასორტიმენტში ასეთი პროდუქტები მრავლად არის და ეს მისი ინოვაციური ფორმულის დამსახურებაა.

    2008 წელს მაიამის ლაბორატორიაში დაიბადა იდეა, რომ შეექმნათ რაღაც ისეთი , რაც ყველა ქალის პრობლემას მოაგვარებდა. იმ დროს, ბაზარზე არსებული პროდუქტების უმეტესობა, სახის კანს მხოლოდ ზედაპირულად ატენიანებდა. სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ , შეიქმნა RX დაპატენტებული ფორმულა, რომელიც ორმაგი ჰიალურონის მჟავის დახმარებით, კანის იმ შრეებში აღწევს, სადაც ჩვენი კანის მთავარი რესურსია დამალული. ამერიკაში დაიბადა იდეა, თუმცა ბრენდის წარმოება საფრანგეთში დაიწყო. შედეგად კი სილამაზის ინდუსტრიაში გაჩნდა რექსალაინის ინოვაციური კომპლექსი, რომელიც ჩვეულებრივი ჰიალურონის მჟავისგან განსხვავებით 15-ჯერ უფრო ღრმად ატენიანებს კანს – საბოლოოდ კი ვიღებთ 50%ით მეტ ტენიანობას პირველივე გამოყენებისას. ეს შედეგი რა თქმა უნდა მზარდია, მისი პერმანენტულად გამოყენების შემდეგ. RX ფორმულას კი რექსალაინის ნებისმიერ პროდუქტში შეხვდებით. 

    ჰიდრა შოკის ხაზი, რექსალაინის სავიზიტო ბარათია. ის ცნობილია როგორც შოკური თერაპია სახის კანისთვის, რადგან გამოყენებიდან 15 წუთში პროდუქტები აუმჯობესებენ კანის ჰიდრატაციას 138%-ით, უნარჩუნებენ მას ერთფეროვნებას, სიგლუვეს და ჯანმრთელ მბზინვარებას. ჰიდრა შოკის ხაზი აერთიანებს კანის სრულყოფილი მოვლისთვის საჭირო ყველა პროდუქტს. მოკლედ რომ ვთქვათ ეს ხაზი არის ანტიასაკობრივი მოვლა დეჰიდრირებული კანისთვის, რაც ზუსტად 15 წუთში გვაძლევს ბოტოქსის ეფექტს.

    Rexaline Hydra Shock- ის ხაზმა მსოფლიოს წამყვან ლაბორატორიებში კლინიკური კვლევების რამდენიმე ეტაპი გაიარა, შედეგები კი ასეთია: 

      • REXALINE HYDRA SHOCK ნიღაბი – 15 წუთში +138% ჰიდრატაცია. 28 დღეში +87% სიგლუვე, +100% ბრწყინვალება, +93% ჰიდრატაცია 
      • REXALINE HYDRA SHOCK შრატი – 28 დღეში +84% თანაბარი კანის ტონი, 84%-ით მეტი ბზინვარება,+86%-ით დატენიანებული კანი
      • REXALINE HYDRA SHOCK კრემი – 15 წუთში +77% ჰიდრატაცია. 28 დღეში +100% დატენიანება, +100% სიგლუვე და +90% ერთგვაროვანი კანი.
      • REXALINE HYDRA SHOCK გაჯერებული კრემი –  15 წუთში +75% ჰიდრატაცია. 28 დღეში +100% დატენიანება, +100% სიგლუვე და +90% სიმკვრივე.
      • REXALINE HYDRA SHOCK მსუბუქი კრემი –  15 წუთში +50% ჰიდრატაცია. 28 დღეში +90% დატენიანება, +70% სიგლუვე და -60% ფორების ხილვადობა.
      • REXALINE HYDRA SHOCK EYE – 15 წუთში +67% ჰიდრატაცია. 28 დღეში +93% დატენიანება, -87% შეშუპება და -83% მუქი წრეები თვალის გარშემო.
      • REXALINE HYDRA SHOCK CC კრემი SPF20 – 15 წუთში +45% ჰიდრატაცია. 28 დღეში +90% ბზინვარება, +87% ერთგვაროვანი კანი და +73% დატენიანება.

    რექსალაინისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია, თქვენი კანისთვის კი ახალი შესაძლებლობა. მისი გამოყენება კი 20 წლიდან , ნებისმიერი ტიპის კანისთვისაა შესაძლებელი. ნუ დაემორჩილებით დროს, მიეცით თქვენს კანს შესაძლებლობა , ისევ ისე იბრწყინოს როგორც უწინ. 

     

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი