თანამედროვე სამყაროში, სადაც დრო შეუქცევადად ტოვებს თავის კვალს ჩვენს კანზე, სილამაზის სამყარო საპასუხოდ, ეფექტურ იარაღს გვთავაზობს – ეს არა ქირურგიული ან ინექციური ჩარევა, არამედ ზრუნვაა, რის შედეგადაც ახალგაზრდობა კვლავ ხელშესახები ხდება. დღეს დერმატოლოგიისა და ესთეტიკური მედიცინის მთავარი მიზანი, მხოლოდ სიმპტომების დროებითი დამალვა, აღარ არის. თანამედროვე მიდგომა კანის ბუნებრივი ბალანსისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებას ემსახურება.
სწორედ ამ საჭიროებებს უპასუხა პრემიუმ ბრენდმა Rexaline, ჯერ კიდევ 2008 წელს, როდესაც სილამაზის ინდუსტრიაში გამოჩნდა და ახალი სიტყვა თქვა. ეს იყო ინოვაციური ფორმულა – RX2 Refill Extreme, რომელმაც სილამაზის სამყაროში, დიდი გადატრიალება მოახდინა და სრულიად ახალი ეპოქაც შექმნა.
დღეს Rexaline ცნობილია როგორც ჰიალურონის მჟავის ექსპერტი, რომელმაც დაამტკიცა, რომ ახალგაზრდობა მხოლოდ დროის ფუნქცია არ არის – ეს მეცნიერების ძალის, სიახლის შემუშავებისა და მაღალი ხარისხის სინთეზითაც მიიღწევა.
რექსალაინის უნიკალურ შესაძლებლობებზე, კოსმეტოლოგი და Wellness თერაპევტი, შორენა ალიბეგაშვილი ისაუბრებს.
პირველ რიგში გვითხარით რა განსაზღვრავს რექსალაინის უნიკალურ შესაძლებლობებს?
დერმატოლოგიისა და ესთეტიკური მედიცინის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დღეს, ახალგაზრდობის გახანგრძლივება და დაბარების ნიშნების გადავადებაა. ამ შედეგს კი რათქმაუნდა ჯანსაღი კანითა და სწორი მოვლით მივირებთ. ამ პროცესში კი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, კანის ჰიდრატაციია. ჩვენი კანი სწორედ წყლის მაღალი შემცველობის გამო ინარჩუნებს, ტონუსს, ტენიანობას, ელასტიურობას, ერთფეროვნებასა და სიჯანსაღეს. ჰიალურონის მჟავა (HA) კი სწორედ ის ბუნებრივი კომპონენტია, რომელიც ხელს უწყობს ჩვენი კანის სიღრმისეულ დატენიანებას.ასაკის მატებასთან ერთად, ორგანიზმში მცირდება ჰიალურონის მჟავის გამომუშავება, შესაბამისად კი კანი კარგავს ელასტიურობა და ჩნდება ნაოჭები. სწორედ ამ გამოწვევებზე საპასუხოდ, „რექსალაინის“ ლაბორატორიამ, 5 წლიან კვლევის შედეგადაც, ჰიალურონის მჟავას ინოვაციური, დაპატენტებული RX2 ანუ Refill Extreme ფორმულა შექმნა.

რა გამოარჩევს Rexaline-ის RX2 ჰიალურონს სხვა ჰიალურონის მჟავებისაგან და რა უპირატესობები აქვს მას?
Refill Extreme აერთიანებს 2 ტიპის ჰიალურონის მჟავას: მაღალი წონის ჰიალურონის მოლეკულას – კანის ზედაპირის ოპტიმალური დატენიანებისათვის და დაბალი წონის ჰიალურონის მოლეკულას – კანის სიღრმისეული დატენიანებისა და დაბერების პროცესების გადავადებისთვის.
რექსალაინის RX2 მოლეკულა ჩვეულებრივ HA-ზე:
- 15-ჯერ ღრმად აღწევს კანის სიღრმეებში,
- 3-ჯერ მეტად ააქტიურებს ორგანიზმში ჰიალურონის მჟავის ბუნებრივ გამოყოფას
- 50%-ით ეფექტურად ატენიანებს კანის ზედაპირს.
გარე გამოყენების ფორმულებში RX2 მოლეკულა:
- 138%-ით აუმჯობესებს ჰიდრატაციას,
- 55%-ით ამცირებს ნაოჭების სიღრმეებს,
RX2 ჰიალურონის მოლეკულის მეცნიერულად შესწავლის შემდეგ, შეიქმნა ბუნებრივი წარმოშობის, ეკოლოგიურად სუფთა, მაქსიმალური ეფექტიანობისა და უსაფრთხო, ბიოაქტიური კომპლექსები, რომლთა დახმარებითაც RX2 მოლეკულის მოქმედება, კიდევ უფრო ეფექტური ხდება.
Rexaline-ის ინოვაციური მოლეკულების შეფასებისთვის, ამერიკისა და საფრანგეთის დამოუკიდებელ ლაბორატორიებში, მუდმივად ტარდება , ლაბორატორიული კვლევები და ტესტირებები, რომელიც მოიცავს ინგრედიენტების სკრინინგს (In VITRO / VIVO / PENETRATION ) და მომხმარებლის ტესტირებას, თვითშეფასების მეთოდებით.
საიდან იწყება რექსალაინის ისტორია და რომელია ის პროდუქტი, რითიც ბრენდმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა?
„რექსალაინის“ გენიალური დასაწყისი და პირველი ინოვაციური პროდუქტი Hydra Shock Mask იყო. ეს გახლავთ ნაზი, გელ-კრემის ტექსტურის მქონე ნიღაბი, რომელმაც ძალიან სწრაფად დაიპყრო მომხმარებელთა გულები და „რექსალაინის“ სავიზიტო ბარათიც კი გახდა.
იგი გამოყენებიდან 15 წუთში 138%-ით აუმჯობესებს კანის ჰიდრატაციას, სძენს კანს ერთფეროვნებას, სიგლუვესა და სიკაშკაშეს. „ჰიდრა შოკის ნიღაბის“ ასეთ აღიარებას მოჰყვა Hydra Shock-ის ხაზის განვითარება და სახის მოვლის სრულყოფილი რუტინისთვის საჭირო ყველა პროდუქტის შექმნა
- Hydra Shock EYE
- Hydra Shock Crème
- Hydra Shock Rich Crème
- Hydra Shock Light Crème
- Hydra Shock Serum
- Hydra Shock CC SPF20
Hydra Shock-ი მსოფლიო ბესთესელერია, რომლის პოპულარობა მის მაღალ ეფექტურობაზე, ინოვაციურობასა და უსაფრთხოებაზეა დაფუძნებული. ეს ხაზი დღეს საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია და ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროდუქტად არის მიჩნეული.
რექსალაინი არ გთავაზობთ მხოლოდ სტანდარტულ თავის მოვლის საშუალებებს – ის გვტავაზობს მეცნიერულად, ეკოლოგიურად და კლინიკურად ეფექტურ პროდუქტებს, რომელიც სრულიად ერგება თანამედროვე ადამაინის სურვილებს: შეინარჩუნის ჯანსაღი კანი და არ დაკარგოს ბუნებრივი ბრწყინვალება. რექსალაინი – როცა ზრუნვა მეცნიერებად გარდაიქმნება , სილამაზე კი შენს ყოველდღიურ განცდად.













