Rexaline-ის სახის მოვლის ყველაზე ამბიციური ხაზი საფრანგეთიდან

    ნაოჭების მკვლელი ფორმულა Rexaline-სგან, სახელად Line Killer

    ყველა ქალის ცხოვრებაში დგება დღე, როდესაც სარკეში ჩახედვისას ამჩნევს იმას, რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა – პირველი მკვეთრი ხაზები თვალის გარშემო, შუბლსა და ტუჩის კუთხეებში. ეს ის მომენტია, როცა ხვდები, რომ მხოლოდ დამატენიანებელი უკვე უძლურია და გჭირდება რადიკალური აღდგენა. ნაოჭები მხოლოდ ასაკის ნიშნები არ არის, ეს არის კანის დაკარგული ენერგია და ელასტიურობა, რომელსაც ღრმა, უჯრედული რესტავრაცია სჭირდება. სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ შეიქმნა რექსალაინის ყველაზე ამბიციური ხაზი – ‘’ნაოჭების მკვლელი’’ ფორმულა, სახელად Line Killer. ის ებრძვის მატრიცულ დაბერებას, რაც გამოწვეული არის კოლაგენის და ელასტინის დაკარგვით და ასევე დეჰიდრირებით გამოწვეულ დაბერებას, რაც არასკმარისი დატენიანებით მიიღება. მატრიცულ დაბერებას ებრძვის Line Killer – ის სპეციალური DWK ლიპოპეპტიდების და ჰეპაპეპტიდების ფორმულით, რომელიც ასტიმულირებს კოლაგენის და ელასტინის გამომუშავებას. შედეგად 1 თვეში ვიღებთ -55%–ით შემცირებულ ნაოჭებს და 86%–ით გამკვრივებულ კანს ლიფტინგის ეფექტით.

    ვიდრე რექსალაინი, სილამაზის სამყაროში, კლინიკური შედეგებითა და საოცარი ფორმულებით თავს მოიწონებდა, მანამდე იყო მხოლოდ ამბიციური იდეა. 2008 წელს მაიამის ლაბორატორიაში , მეცნიერებმა დასვეს ერთი მარტივი კითხვა: რატომ უნდა დავჯერდეთ ზედაპირულ ეფექტს, როდესაც შეგვიძლია რომ უჯრედულ დონეზე ვიმოქმედოთ? სწორედ ამის შემდეგ დაიბადა RX ფორმულა, რომელმაც წარმოდგენა ჰიალურონის მჟავაზე სრულიად შეცვალა. ეს არის დაპატენტებული კომპლექსი, რომელიც ჩვეულებრივ ჰიალურონის მჟავაზე 15-ჯერ უფრო ღრმად აღწევს კანში და უზრუნველყოფს 50%-ით მეტ დატენიანებას. ამ ფორმულის ბაზაზე მზადდება დღეს ბრენდის სრული ასორტიმენტი. თუ რექსალაინს ამერიკამ ტექნოლოგიური ხერხემალი მისცა, საფრანგეთმა მას ელეგანტურობა შესძინა და ასე მოხვდა ის მსოფლიო ბესთსელერების თაროებზე. 

    როგორ მუშაობს რექსალაინის Line Killer-ის პროდუქტები? წარმოიდგინეთ, რომ თქვენს კანს ჰყავს პატარა მშენებლები, რომლებიც დროთა განმავლობაში სუსტდებიან და დაკისრებულ მოვალეობას ვეღარ ასრულებენ. შედეგად კანზე ჩნდება ნაოჭები, Line Killer-ის ფორმულები კი ამ მშენებლებს აფხიზლებს და მათ მუშაობისკენ მოუწოდებს. შედეგად კანი სტიმულირდება და ის პრობლემის აღმოფხვრას თავადვე იწყებს. Line Killer-ის ხაზში კი სრული რუტინისთვის საჭირო ყველა პროდუქტია თავმოყრილი. 

    Rexaline Line Killer- ის კლინიკური კვლევები ჩატარებულია მსოფლიოში წამყვან ლაბორატორიებში და წარმოგიდგენთ სისტემატიური გამოყენების 28 დღის შედეგებს:

    • გამამკვრივებელი შრატი – ნაოჭების სიღრმე -45%, სიმკვრივე +80%, სიგლუვე და მბზინვარება 97%
    • ლიფტინგ შრატი – ლიფტინგის ეფექტი +87%, სიგლუვე +93%, მბზინვარება +87%
    • გაჯერებული შრატი – ნაოჭების შემცირება -58%, სიგლუვე +93%, კვება +90%
    • სახის კრემი – ნაოჭების სიღრმე -41%, სიმკვრივე და სიგლუვე 100%
    • გაჯერებული სახის კრემი – ნაოჭების სიღრმე -55%, სიმკვრივე +80%, სიგლუვე +93%
    • თვალის კრემი – ნაოჭების სიღრმე -40%, შეშუპების შემცირება -87%, მუქი წრეების შემცირება -83%

    რექსალაინის ლაინ ქილერისთვის ნაოჭები, მხოლოდ პატარა ხარვეზია, რომელსაც მარტივად ასწორებს. მისი გამოყენება ნებადართულია 20 წლის ასაკიდან, პრობლემის პრევენციისთვის თუ უკვე კარგად გაჩენილ ნაოჭებთან საბრძოლველად. Line Killer-ის გამოყენება დაგარწმუნებთ რომ თქვენი სახე თქვენი ისტორიაა, ნაოჭები კი მასში მხოლოდ ზედმეტი დეტალია. 

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი