100%-ით ფრანგული კოსმეტიკური ლუქს ბრენდი Rexaline უკვე საქართველოშია!

    რექსალაინის წარმატების ისტორია 2008 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაიამიში, რექსალაინის ლაბორატორიის დაარსებით დაიწყო.

    პირველივე დღიდან კომპანიის უმთავრეს მიზანს უნიკალური სილამაზის რიტუალისა და დაბერების საწინააღმდეგო ხაზის შექმნა წარმოადგენდა. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა RX ჰიალურონის მჟავა, Refill Xtreme, განახლებული და გაუმჯობესებული ფორმულა, რომელიც სხვა ჰიალურონის მჟავებისგან განსხვავებით, კანის შრეებში 15-ჯერ მეტად ეფექტურ ბიოშეღწევადობასა და კანის 50%-ით მეტ დატენიანებას უზრუნველყოფს.

    დაპატენტებული ჰიალურონის მჟავის კომპლექსის გამოყენება 20 წლიდან ყველა კანის ტიპისთვის არის შესაძლებელი.

    რექსალაინის ეფექტურობას, შედეგიანობასა და  განსაკუთრებულ გამაახალგაზრდავებელ თვისებებს ცნობილი კლინიკური კვლევები, მსოფლიო მასშტაბით კმაყოფილ მომხმარებელთა შეფასებები და ფოტოები ადასტურებს.

    ბრენდმა მთელს მსოფლიოში გაითქვა სახელი სუპერ დამატენიანებელი ინოვაციური ნიღბით Rexaline Hydra-Shock, რომელიც  ჰიალურონის მჟავის დაპატენტებულ RX კომპლექსს შეიცავს და დაბალ და მაღალმოლეკულური ჰიალურონის მჟავების კომბინაციას წარმოადგენს. ნიღბის დატანიდან ზუსტად 15 წუთში კანი იძენს ბუნებრივ ბზინვარებასა და კომფორტის შეგრძნებას.

    რექსალაინის შრატები 25 წლიდან  გამოიყენება და გრძელვადიანად ანელებენ კანის დაბერების პროცესებს. ბესტსელერი Rexaline Line Killer-ის  პროდუქციის სახელწოდებაც კი გვეუბნება, რომ ის „კლავს ნაოჭებს“ და გიბრუნებთ ახალგაზრდობას.

    ვეგანური, არაკომედოგენური რექსალაინის სახის მოვლის პროდუქცია მრავალი წელია მსოფლიოში მომხმარებელთა აღფრთოვანებასა და სიყვარულს იმსახურებს, ახლა კი მისი შეძენა უკვე ფარმსახლის აფთიაქებშიც არის შესაძლებელი.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი