სახის კანის ბუნებრივი გაბრწყინება Rexaline Crystal Bright – სგან

    პიგმენტაციასთან, არაერთგვაროვან ტექსტურასა და აკნეს შემდგომ ლაქებთან ბრძოლა რთული პროცესია, რადგან მათეთრებელი საშუალებები კანს აშრობს და აღიზიანებს. ფრანგული ბრენდის რექსალაინის ქრისთალ ბრაითის ხაზი კი ამ გამოწვევებს ყველაზე მარტივად უმკლავდება. მისი უნიკალურობა იმაშია, რომ ის ერთდროულად მუშაობს ორი მიმართულებით. პირველი ეს არის აგრესიის გარეშე კანის ტონის გათანაბრება და მეორე ინტენსიური დატენიანება. ასევე Crystal Bright-ის ხაზის მთვარი მიზანი სახის კანის განათება და ბუნებრივი გაბრწყინებაა. ამ ყველაფერში კი მასში შემავალი კომპონენტები გვეხმარებიან. პირველი ეს არის გალის მჟავა, რომელიც C ვიტამინზე უფრო ძლიერი ანტიოქსიდანტია. ის ბლოკავს მელანინის ჭარბ სინთეზს, ებრძვის „მელანო–დაბერებას“ და ხელს უშლის ახალი ლაქების წარმოქმნას. შემდეგი კომპონენტი არის ნიაცინამიდი. ის ამშვიდებს ანთებით პროცესებს, საგრძნობლად ამცირებს პოსტ–აკნეს კვალს, ავიწროებს ფორებს, იცავს კანის ბარიერს და მას ერთგვაროვან, ნათელ იერს ანიჭებს. პიგმენტაციასთან ბრძოლაში ასევე გასათვალისწინებელია მზის მავნე გამოსხივებისგან დაცვაც.

    ამ ხაზში ესეც გათვალისწინებულია და წარმოდგენილია 2 პროდუქტი– პრაიმერი SPF30-ით და ფლუიდი SPF50-ით. Rexaline Crystal Bright – ის  ხაზი დაკომპლექტებულია სრულფასოვანი მოვლისთვის საჭირო ყველა პროდუქტით და რათქმაუნდა მათი კომბინაციაში გამოყენება ზრდის პროდუქტის ეფექტურობასაც. თუმცა თითოეულ მათგანს აქვს დამატებით განსაკუთრებული მოქმედება. აი მაგალითად ქრისთალ ბრაითის ლოსიოი , რომელიც უზრუნველყოფს კანის ნაზ პილინგს, სირბილეს და ამზადებენ მას მოვლის შემდეგი ეტაპებისთვის. შრატი  კი მუშაობს როგორც ერთგვარი ფილტრი, ის მომენტალურად აქრობს დაღლილობის კვალს, ავიწროვებს ფორებს და კანს აძლევს ჯანსაღ იერს. კლინიკური კვლევებით დადასტურებულია რომ ქრისთალ ბრაითის გამოყენებისას კანის სიკაშკაშე იზრდება თითქმის 70%ით, სულ რაღაც 4 კვირაში. რაც შეეხება ლაქებს, პაციენტების 80 % აღნიშნავს რომ პიგმენტური ლაქების ინტენსივობა საგრძნობლად მცირდება.  

    Rexaline Crystal Bright ლოსიონი – 14 დღის შემდგომ 100% წმენდს კანს და 100%-ით მატულობს ამონათების ეფექტი

    Rexaline Crystal Bright შრატი – 42 დღის შემდგომ 77%-ით ათანაბრებს კანის ტონს და 86%-ით ანათებს მას

    Rexaline Crystal Bright კრემი – 28 დღის შემდგომ 73%-ით აგლუვებს კანს,  77%-ით მეტად ატენიანებს და 82%-ით მატულობს ბზინვარება

    Rexaline Crystal Bright ფლუიდი SPF50 – 28 დღის შემდგომ 86% -ით აგლუვებს კანს და 82%-ით აუმჯობესებს პიგმენტაციას

    Rexaline Crystal Bright პრაიმერი SPF30 – 28 დღის შემდგომ 71%-ით მეტად აერთგვაროვნებს სახის კანის სტრუქტურას და 86%-ით ამცირებს ლაქებს

    ამ საოცარი შედეგების უკან კი დგას ბრენდის მთავარი ფორმულა ერიქს კომპლექსი, რომელიც ჩვეულებრივ ჰიალურონის მჟავისგან განსხვავებით 15 – ჯერ უფრო ღრმად ჩადის კანის სიღრმეებში და 138 % ატენიანებს ჩვენს კანს. ეს ფორმულა რექსალაინის ნებისმიერ ხაზში გვხდება, რაც ზრდის პროდუქტების ეფექტურობას. ნუ გადატვირთავთ მგრძნობიარე კანს ათასგვარი აქტიური ნივთიერებებით, აირჩიეთ ერთი მაგრამ მაღალტექნოლოგიური და სუფთა ფორმულა. სწორედ ასეთია რექსალაინის პროდუქცია – ჰიალურონის მჟავის ექსპერტი, ნომერ პირველი ანტიასაკობრივ ინდუსტრიაში.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი