სახის კანი მუდმივად ჰყვება ჩვენს ისტორიას, ამბავს რომელიც წლებმა დაგვიწერა. ის ინახავს თითოეულ ღიმილს, გათენებულ ღამეს და ჩვენი ცხოვრების უნიკალურ რუკას წარმოდგენს. მაგრამ რა არის ის უკომპრომისო გამოსავალი, რომელიც ამ ისტორიას საიდუმლოდ შეინახავს? რათქმაუნდა ჰიალურონის მჟავა – წყლის მოლეკულა რომელიც კანს სიღრმისეულად ატენიანებს, უნარჩუნებს სიმკვრივეს და მარადიულ ახალგაზრდობას გვპირდება.
სწორედ ამ გამოწვევაზე საპასუხოდ დაიბადა რექსალაინის რევოლუციური ისტორია. 5-წლიანი ინტენსიური კვლევის შედეგად, მეცნიერებმა აღმოაჩინეს არა უბრალოდ ჰიალურონის მჟავა, არამედ მისი ახალი, უნიკალური ფორმულა – RX კომპლექსი. რომელიც სრული დატენიანებისთვის ორ მოლეკულურ წონას აერთიანებს: მაღალი მოლეკულური წონა → მყისიერად ავსებს კანის ზედაპირს და დაბალი მოლეკულური წონა → ღრმად აღწევს კანში გრძელვადიანი დატენიანებისთვის.
რექსალაინმა ნაოჭებზე გამარჯვება შეძლო და ასე იქცა მსოფლიო ბესთსელერად.
რექსალაინს მსოფლიო აღიარება ჰიდრა შოკის ხაზმა მოუტანა, ბრენდის სავიზიტო ბარათი კი ინოვაციური პროდუქტი ჰიდრა შოკის ნიღაბი გახდა. ის ცნობილია, როგორც შოკური თერაპია კანისთვის, რადგან გამოყენებიდან 15 წუთში ნიღაბი აუმჯობესებს კანის ჰიდრატაციას 138%-ით, უნარჩუნებს მას ერთფეროვნებას, სიგლუვეს და ჯანმრთელ ბზინვარებას. ჰიდრა შოკის ხაზი აერთიანებს კანის სრულყოფილი მოვლისათვის ყველა საჭირო პროდუქტს, ინოვაციური ფორმულებითა და ბუნერივი ინგრედიენტებით. რექსალაინის ჰიდრა შოკის ხაზთან ერთად, სრული ასორტიმენტი, ახლა უკვე შენს სახლთან კიდევ უფრო ახლოს, ჯიპისის სააფთიაქო ქსელშია წარმოდგენილი.
25 წლის შემდეგ, ჩვენი კანი წყლის შენარჩუნების უნარს კარგავს, რაც იწვევს გამოშრობას, წვრილ ნაოჭებსა და უსიცოცხლო იერს. სწორედ ამიტომ შექმნა რექსალაინმა თავისი ექსკლუზიური RX2 ჰიალურონის მჟავის კომპლექსი. პროდუქციის გამოყენებისას ვიღებთ უფრო გლუვ და ელასტიურ კანს, რაც რექსალაინის პირველივე გამოყენებიდან შესამჩნევია.
კილინიკურად კი დადასტურებულია, რომ რექსალაინის RX2 მოლეკულა ჩვეულებრივ ჰიალურონზე
- 15-ჯერ ღრმად აღწევს კანის სიღრმეებში
- 3-ჯერ მეტად ააქტიურებს ორგანიზმში ჰიალურონის მჟავის ბუნებრივ გამოყოფას
- 50%-ით ეფექტურად ატენიანებს კანის ზედაპირს.
ეს ფორმულა გამოიყენება რექსალაინის ყველა პროდუქტში და მისი ასორტიმენტი საკმაოდ მრავალფეროვანია. რექსალაინი მოიცავს, ნებისმიერ საჭიროებაზე მორგებულ, 5 უნიკალურ ხაზს.
ჰიდრა შოკი (Hydra Shock) – ანტიასაკობრივი მოვლა დეჰიდრირებული კანისთვის. ინტენსიურად ატენიანებს გამომშრალ კანს (+138% ჰიდრატაცია) – ზუსტად 15 წუთში ვიღებთ ბოტოქსის ეფექტს.
ლაინ კილერი (Line Killer) – ანტიასაკობრივი მოვლა დანაოჭებული კანისთვის. “ნაოჭების მკვლელი” აქრობს წვრილ ნაოჭებს და ბუსტავს კანში კოლაგენის და ელასტინის გამომუშავებას. (-55% ნაოჭების სიღრმე 1 თვეში)

ქრისთალ ბრაითი (Crystal Bright) – ანტიასაკობრივი მოვლა პიგმენტაციისკენ მიდრეკილი კანისთვის. აქტიური გალის მჟავის მეშვეობით, რომელიც 4-ჯერ უფრო ძლიერი ანტიოქსიდანტია, ვიდრე ვიტამინი C, აუფერულებს ლაქებს და ხელს უშლის პიგმენტაციას და მელანო-დაბერებას. (-82% პიგმენტაცია 42 დღეში)

დერმა რეფეირი (Derma Repair) – ანტიასაკობრივი მოვლა სპეციალურად მგრძნობიარე კანისთვის. აცხრობს ანთებით პროცესებს, აღადგენს ბარიერს და ამშვიდებს გაღიზიანებას. 25-ჯერ ამცირებს ანთებითი ფაქტორების წარმოქმნას (-36% სიწითლე 1 თვეში). Derma Repair-ის სახის მოვლის პროდუქცია ასევე გამოიყენება აკნეს შემდგომი მკურნალობის დროსაც, როგორც აღმდგენი და დამამშვიდებელი საშუალება.
ჰიალურიქს სოლუშენი (Hyalurx Solutions) – ეს არის კანის წმენდისა და დეტოქსიკაციისთვის განკუთვნილი ახალი ხაზი, რომელიც სპეციალურად შეიქმნა კანის ბარიერული ფუნქციის გასაძლიერებლად და ოპტიმალური დატენიანების უზრუნველსაყოფად უკვე წმენდის ეტაპიდან.
რექსალაინის პროდუქცია გრძელვადიანად ანელებს კანის დაბერების პროცესებს. ბესტსელერი ლაინ ქილერის პროდუქციის სახელწოდებაც კი გვეუბნება, რომ ის „კლავს ნაოჭებს“ და გიბრუნებთ ახალგაზრდობას.
რექსალაიანი არის ნომერ პირველი პრემიუმ ხარისხის ფრანგული ბრენდი, ნაოჭების წინააღმდეგ. სილამაზისა და მოვლის სამყაროში ნდობა უმნიშვნელოვანესია, სწორედ ამიტომ, რექსალაინი სრულად აკმაყოფილებს ევროკავშირის მოთხოვნებს და გადის მუდმივ კონტროლს მკაცრი სტანდარტების დაცვით.
ვეგანური, არაკომედოგენური რექსალაინის, სახის მოვლის პროდუქცია მრავალი წელია, მსოფლიოში მომხმარებელთა აღფრთოვანებასა და სიყვარულს იმსახურებს. ახლა კი პროდუქციის სრული ასორტიმენტი წარმოდგენილია GPC-ის აფთიაქებშიც.
ნუ მისცემ დროს გამარჯვების უფლებას- აირჩიე რექსალაინი და აქციე ახალგაზრდობა მუდმივ შესაძლებლობად.















