რიანა თავის მილიარდერ შეყვარებულთან ერთად იტალიაში დააფიქსირეს

    რიანა და ჰასან ჯამელი

    ბარბადოსელი მომღერალი და არაბი მილიარდელი ერთმანეთს უკვე ორი წელია ხვდებიან. ამჟმად რიანა და ჰასან ჯამელი ცხოვრებით ტკბებიან – ისინი იტალიაში ისვენებენ და ნერანოში იახტით სეირნობენ.

    რიანა და ჰასან ჯამელი

    როგორც ცნობილია, რიანა და ჰასან ჯამელი ერთმანეთს ცნობილმა მოდელმა, ნაობი ქემბელმა გააცნო. ნაომი რიანას კონცერტზე ჰასანთან ერთად იმყოფებოდა. გაცნობიდან ცოტა ხანში რიანა და ჰასანი ესპანეთში ერთად დააფიქირეს. ამის შემდეგ ნაომიმ რიანასთან ურთიერთობა გაწყვიტა. ტოტა ხნის წინ რიანას თითზე უზარმაზარი ბრილიანტის ბეჭედიც შენიშნეს.

    ჰასან ჯამელი Abdul Latif Jameel-ს ფლობს. ეს არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც საუდის არაბეთში და ახლო არმოსავლეთის ქვეყნებში “ტოიოტას” ფირმის ავტომობილებით ვაჭრობის უფლება აქვს. მის ანგარიშზე 1.9 მილიარდი დოლარია.

    არც რიანაა ნაკლებად მდიდარი – იგი ფორბსის ყველაზე მდიდარი მომღერალი ქალების სიაში შევიდა და მისი ქონება 600 მილიონ დოლარს შეადგენს.

    ასე რომ, მათ ურთიერთობაში ანგარება გამორიცხულია. როგორც რიანამ პრესასთან განაცხადა, “ეს ნამდვილი სიყვარულია.”

    მიუხედავად ამისა, ერთმანეთის სანახავად ისინი სხვადასხვა ქვეყანაში ხვდებიან. საინტერესოა, როდის გააცნობს ჰასანი რიანას თავისი ოჯახის წევრებს.

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი