რიზ ვითერსფუნის და მისი ქალიშვილის საოცარი მსგავსება

    გასულ საღამოს, ნიუ იორკში, მსახიობი რიზ ვითერსფუნი და მისი 19 წლის ქალიშვილი ევა ფილიპი “დიდი პატარა ტყუილების” პრემიერას დაესწრნენ. ევამ ახლახანს კოლეჯის პირველი წელი დახურა ახლა არდადეგებით ტკბება.

    დედა-შვილი ერთმანეთს წარმოუდგენლად ჰგავს და ორივე არაჩვეულებრივად გამოიყურება. ევას მოკლე, შავი კაბა ეცვა, ხოლო რიზს შავით გაწყობილი ვარდისფერი ატლასის კაბა ამშვენებდა. ისინი პრემიერაზე ხელჩაკიდებულები მივიდნენ და სიამოვნებით პოზირებდნენ კამერების წინ.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი